დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

სურსათის ალერგიის რეაქციების თავიდან აცილება

კვებითი ალერგიის რეაქციების თავიდან აცილება
კვებითი ალერგია მილიონობით ადამიანს აწუხებს. ისინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის იმუნური სისტემა რეაგირებს სურსათში არსებულ გარკვეულ ცილებზე. ეს რეაქციები მერყეობს შედარებით მსუბუქიდან - მაგალითად, ჭინჭრის ციება და ტუჩების შეშუპება - მძიმემდე, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის საშიში რესპირატორული პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტიული პრევენციისა და თერაპიული სტრატეგიების შემუშავება მიმდინარეობს, სურსათის ალერგიის განკურნება ამჟამად შეუძლებელია.

ალერგენები ეტიკეტზე
კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებმა გულდასმით უნდა შეამოწმონ ეტიკეტები და მოერიდონ იმ სურსათს, რომელზედაც ისინი ალერგიული არიან. კანონი მოითხოვს, რომ სურსათის ეტიკეტზე იდენტიფიცირდეს ყველა ძირითადი ალერგენის სურსათის წყარო, რომელიც გამოიყენება სურსათის დასამზადებლად. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუ ინგრედიენტის საერთო ან ჩვეულებრივი სახელწოდება უკვე განსაზღვრავს ამ ალერგენის სურსათის წყაროს სახელს (მაგალითად,კარაქი). წინააღმდეგ შემთხვევაში, ალერგენის სურსათის წყარო ერთხელ მაინც უნდა იყოს გამოცხადებული სურსათის ეტიკეტზე ორიდან ერთი გზით:
ფრჩხილებში ინგრედიენტის დასახელების შემდეგ.
მაგალითად: "ლეციტინი (სოიო), "ფქვილი (ხორბალი)" და "შრატი (რძე)" ან "შეიცავს ხორბალს, რძეს და სოიას."
მომხმარებლებმა ასევე შეიძლება დაინახონ ფრაზა როგორიცაა "შეიძლება შეიცავდეს ალერგენს ან "წარმოებულია დაწესებულებაში, რომელიც ასევე იყენებს ალერგენს." ისინი გამოიყენება ჯვარედინი კონტაქტის ,,მოსაგვარებლად'' , რაც შეიძლება მოხდეს, მაშინ როდესაც სხვადასხვა ალერგენის მქონე მრავალი სურსათი არის წარმოებულია ერთსა და  იმავე ობიექტში,საერთო აღჭურვილობის გამოყენებით ან იმავე საწარმოო ხაზზე. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს არაეფექტური გაწმენდით ან წარმოების პროცესში წარმოქმნილი მტვრისგან ან აეროზოლებისგან.
კვების მრეწველობისთვის FDA ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ საკონსულტაციო განცხადებები არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ,,შემცვლელი’’ მიმდინარე კარგი წარმოების პრაქტიკის დაცვისთვის და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ალერგიული რეაქციის სიმპტომები იჩენს თავს 
კვებითი ალერგიის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მას შემდეგ, რაც ადამიანი მიიღებს სურსათს, რომელზედაც მას ალერგიული რეაქცია აქვს. მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციას ანაფილაქსია ეწოდება.
ალერგიული რეაქციების სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
◾️ ჭინჭრის ციება
◾️ გაწითლებული კანი ან გამონაყარი
◾️ ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება პირში
◾️ სახის, ენის ან ტუჩის შეშუპება
◾️ ღებინება და/ან დიარეა
◾️ მუცლის კრუნჩხვები
◾️ ხველა ან ხიხინი
◾️ თავბრუსხვევა
◾️ ყელის და ხმის იოგების შეშუპება
◾️ სუნთქვის გაძნელება
◾️ ცნობიერების დაკარგვა
ცნობილი კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებმა, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სურსათის მიღება, შეაფასონ სასწრაფო მედიკამენტების (როგორიცაა ეპინეფრინი) გამოყენების აუცილებლობა და მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი ყოველთვის არ არის გამოწვეული სურსათის ალერგენით ,ასე რომ, მნიშვნელოვანია სათანადო დიაგნოზის დასმა,რათა დადგინდეს, იყო თუ არა სიმპტომები სურსათის ალერგიის გამო.

კვებითი ალერგია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში
მიუხედავად იმისა, რომ კვებითი ალერგიის სიმპტომების უმეტესობა მსუბუქია და შემოიფარგლება კანის ან საჭმლის მომნელებელი დისკომფორტით, ზოგიერთი შეიძლება გადაიზარდოს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციამდე, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს:
◾️ შეკუმშული სასუნთქი გზები ფილტვებში
◾️ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და შოკი (ანაფილაქსიური შოკი)
◾️ დახრჩობა, ყელისა და ხორხის შეშუპებით
ანაფილაქსიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს შედარებით მსუბუქად, მაგრამ თუ დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, სიმპტომები შეიძლება გახდეს სიცოცხლისათვის საშიში მოკლე დროში. ანაფილაქსიის ადრეული სიმპტომების ამოცნობა და  ეპინეფრინის და სხვა სამედიცინო ჩარევის დროული ინექცია დაგეხმარებათ სიცოცხლისთვის საშიში შედეგების თავიდან აცილებაში.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მსუბუქი ალერგიული რეაქცია ყოველთვის არ ნიშნავს რომ ალერგია მსუბუქია. ნებისმიერ ალერგიულ რეაქციას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს ანაფილაქსია. ალერგიულ პირებს ურჩევენ, ყოველთვის აკონტროლონ სიმპტომები და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დახმარებას.


წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)
სურსათის  ალერგიის რეაქციების თავიდან აცილება