დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

რჩევები ელექტროენერგიის გათიშვის დროს

რანდენიმე რჩევა რათა ელეტქროენერგიის გათიშვის შემთხვევაში  არ მოხვდეს  სურსათი  სახიფათო ზონაში:
ტემპერატურის მონიტორინგი: მოათავსეთ თერმომეტრი როგორც მაცივარში, ასევე საყინულეში. დარწმუნდით, რომ მაცივრის ტემპერატურა არის 4°C ან უფრო დაბალი, ხოლო საყინულე -18°C ან უფრო დაბალი. ცივი ჰაერის შესანარჩუნებლად, რომელიც იცავს სურსათს, გამოაღეთ მაცივარი ან საყინულე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
4-საათიანი ფანჯარა: თქვენი მაცივარი ინახავს სურსათს უსაფრთხოდ 4 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გათიშვის დროს, თუ კარს არ გააღებთ. ელექტროენერგიის გარეშე 4 საათის შემდეგ, გადააგდეთ  მალფუჭებადი სურსათი: ხორცი, ფრინველი, თევზი და კვერცხი.
როდესაც ეჭვი გეპარებათ, გადააგდეთ: არასოდეს დააგემოვნოთ სურსათი, რათა დაადგინოთ მისი უსაფრთხოება. სურსათი უფრო დიდხანს ინახება საყინულეში, თუ კარები დახურულია, სურსათი უსაფრთხოდ დარჩება 48 საათამდე სავსე საყინულეში,ხოლო 24 საათის განმავლობაში ნახევრად სავსე საყინულეში.
გამოიყენეთ გამაგრილებელი: გადაიტანეთ სურსათი გამაგრილებელში და შეავსეთ ყინულით ან ყინულის  გელის პაკეტებით. დარწმუნდით, რომ საკმარისი ყინულია იმისათვის, რომ სურსათი შეინახოთ გრილად, 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. დაამატეთ მეტი ყინული გამაგრილებელში, როდესაც ის დნობას იწყებს.
დაგეგმეთ წინასწარ: გამოიყენეთ მშრალი ყინული , თუ თქვენი ელექტროენერგია დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამორთული. 22 კგ მშრალი ყინული 500 ლიტრიან საყინულეში 2 დღის განმავლობაში უნდა მოათავსოთ. (გაფრთხილება: არ შეეხოთ მშრალ ყინულს შიშველი ხელებით და არ მოათავსოთ ისე, რომ პირდაპირ შეხებაში იყოს სურსათთან).


წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)
რჩევები ელექტროენერგიის გათიშვის დროს