დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ანტიმიკრობული რეზისტენტობა

ანტიმიკრობული რეზისტენტობა
ზოგიერთი ბაქტერია, რომელიც იწვევს სურსათით მოწამვლას, არის ანტიმიკრობული რეზისტენტული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მედიკამენტები არ მოქმედებენ ბაქტერიების წინააღმდეგ. ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ მათმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული მიკრობების განვითარებას. ანტიმიკრობული წინააღმდეგობა ვრცელდება ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს შორის (მაგალითად, წყალსა და ნიადაგში). ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებისა და გავრცელების შეჩერება არის ძირითადი ქმედება ადამიანების დასაცავად, ინფექციების პრევენციასთან,ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო გამოყენების გაუმჯობესებასთან ერთად.

სურსათით მოწამვლის სიმპტომები
ანტიმიკრობული რეზისტენტული ბაქტერიით გამოწვეული სურსათისმიერი ინფექციით დაავადებულ ადამიანს აქვს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განადგურდეს ანტიბიოტიკებით. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან სიცოცხლისთვის საშიში. კვებითი მოწამვლის მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ არ სჭირდებათ ანტიბიოტიკები გამოსაჯანმრთელებლად.
მსუბუქი სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
◾️ გულისრევა
◾️ დიარეა
◾️ ღებინება

მძიმე ინფექციის მქონე ადამიანებს შესაძლოა დასჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია, ანტიბიოტიკების დანიშვნა ან ჰოსპიტალიზაცია. რეზისტენტული ინფექციების მკურნალობა შეიძლება რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კი  იყოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძვირადღირებული მკურნალობა და გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი.
მძიმე სიმპტომები მოიცავს:
◾️ სისხლიანი დიარეა
◾️ მაღალი ცხელება (ტემპერატურა 38,8°C-ზე მეტი, პირის ღრუს გაზომვით)
◾️ ხშირი ღებინება, რომელიც ხელს უშლის სითხის შეკავებას (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია)
◾️ დეჰიდრატაციის ნიშნები, მათ შორის მცირედი შარდვა ან  შარდვის გარეშე, ძალიან მშრალი პირი და ყელი, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას
◾️ დიარეა, რომელიც გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს.

ვინ არის კვებითი მოწამვლის მაღალი რისკის ქვეშ
კვებითი მოწამვლის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს მიეკუთვნება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, 5 წელზე უმცროსი ბავშვები,ორსულები და  ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები ან იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის უნარს  ებრძოლონ მიკრობებსა და დაავადებებს.  ამ ჯგუფებს ემუქრებათ მძიმე სიმპტომები ან გართულებები, მათ შორის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ანტიმიკრობული რეზისტენტული ბაქტერიებით.

როგორ შეიძლება გავრცელდეს ანტიმიკრობული რეზისტენტული ბაქტერიები ადამიანებზე სურსათით ან ცხოველებთან კონტაქტით
ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ ბაქტერიებს ნაწლავებში. ეს მოიცავს ანტიმიკრობულ რეზისტენტულ მიკრობებს, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ  სურსათში რამდენიმე გზით:
◾️ როდესაც ცხოველებს კლავენ და ამუშავებენ სურსათად, ანტიმიკრობულმა ბაქტერიებმა შეიძლება დააბინძურონ ხორცი ან სხვა პროდუქტები, მაგალითად, დაბინძურება გავრცელდეს  აღჭურვილობიდან ან შესანახი კონტეინერებიდან. 
◾️ ცხოველის განავალი/გამონადენი შეიძლება შეიცავდეს რეზისტენტულ ბაქტერიებს და მოხვდეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
◾️ ხილი და ბოსტნეული შეიძლება დაბინძურდეს ნიადაგთან, წყალთან ან სასუქთან კონტაქტით, რომელიც შეიცავს ცხოველის განავალს/გამონაყოფს.

ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ნაწლავური ინფექციები, მათ შორის ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციები, დაბინძურებული სურსათის ან ცხოველის დაუმუშავებელ ან არაკომპოსტირებულ განავალთან კონტაქტით. ადამიანებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხოველების განავალს ცხოველებთან და ცხოველთა გარემოსთან უშუალო კონტაქტით,დაბინძურებული სასმლის ან საცურაო წყლის მეშვეობით. ინფექცია ასევე შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის.

სურსათის მომზადებისას დაიცავით სურსათის უსაფრთხოების ოთხი ნაბიჯი:
სისუფთავე
◾️ დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ სამუშაო ზედაპირები საჭმლის მომზადებამდე, საჭმლის მომზადებისას და მის შემდეგ. მიკრობები შეიძლება იყოს თქვენს სამზარეულოს ირგვლივ, მათ შორის თქვენს ხელებზე, ჭურჭელში, საჭრელ დაფებსა და სამუშაო მაგიდაზე.
განაცალკევეთ სურსათი
 ◾️ განაცალკევეთ უმი ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი მზა სურსათისგან. გამოიყენეთ ცალკე საჭრელი დაფები და შეინახეთ უმი ხორცი სხვა სურსათისგან შორს თქვენს საყიდლების  კალათაში და მაცივარში.
თერმული დამუშავება
გამოიყენეთ სურსათის თერმომეტრი, რათა დარწმუნდეთ, რომ სურსათი მოხარშულია უსაფრთხო შიდა ტემპერატურაზე:
◾️ 63°C - საქონლის, ღორის, ცხვრისა და ხბოს ხორცი.
◾️ 75°C - ფარშირებული ხორცისთვის, როგორიცაა საქონლის,ღორის ხორცი და კვერცხის კერძები
◾️ 75°C - ფრინველის ხორცი
შენახვა
◾️შეინახეთ მაცივარი 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ნარჩენები შეინახეთ მაცივარში მომზადებიდან 2 საათის განმავლობაში (ან 1 საათის განმავლობაში, თუ სურსათი ინახება  32°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე).

შინაური ცხოველებისა და სხვა ცხოველების გარშემო ყოფნისას:
დაიბანეთ ხელები მათთან შეხების შემდეგ, ასევე მათი სურსათის, წყლის, განავლის და  ნივთების შეხების შემდეგ.


წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)
ანტიმიკრობული რეზისტენტობა