დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

შეფუთვა

სურსათის შეფუთვა გულისხმობს მის განთავსებას შესაფუთ ყუთში, ჩანთაში, ჭიქაში, ქილაში, სინჯარაში, ბოთლში, ტომარაში და ა.შ. 
შეფუთვის ძირითადი ფუნქციებია:
◾️ პროდუქტის დაცვა გაფუჭებისგან და გარემო ზემოქმედებისგან;
◾️ კომუნიკაცია - ნებისმიერი სპეციალური ინსტრუქცია ან ინფორმაცია;
◾️ ხელმისაწვდომობა;
◾️ ლოკალიზაცია - შემდგენელი ნაწილის დაცვა და გამოყენებამდე უსაფრთხო შენახვა;
◾️ მიკვლევადობა;
◾️ ფალსიფიცირების მითითება - შესაძლებელია შეფუთვაზე გაკრვეული ინდიკატორების განთავსება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ფალსიფიცირებული პროდუქტის ამოცნობა;
◾️ მარკეტინგული საშუალება/რეკლამა.
არსებობს შეფუთვის 4 დონე: 
◾️ პირველადი;
◾️ მეორეული;
◾️ მესამეული (სადისტრიბუციო);
◾️ მეოთხეული (ერთეულის დატვირთვა).
შეფუთვის მასალები: 
◾️ ქაღალდი და მუყაო;
◾️ მინა;
◾️ მეტალი;
◾️ პლასტმასი (პოლიეთილენი, პოლიპროპილენი).
შეფუთვის მეთოდები:
◾️  ასეპტიკური - ზრდის შენახვის ხანგრძლივობას. პოპულარულია წვენების, რძისა და სხვა თხევადი სახის პროდუქტებისთვის. დამუშავების ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. შესაფუთი მასალისა და პროდუქტის სტერილიზაცია ცალ-ცალკე ხდება. ჩამოსხმა ხდება მუყაოს კონტეინერებში.
◾️  ვაკუუმ შეფუთვა - პროცესი, რომლის დროსაც შეფუთვიდან გამოიდევნება ჰაერი. გამოიეყენება ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ყველი, სანელებლები, შებოლილი ხორცი, თევზი და ყავა.
◾️  MAP და CAP მოდიფიცირებული, კონტოლირებადი ჰაერის შეფუთვა - იცვლება ატმოსფერო, რომელშიც ინახება პროდუქტი. მოიცავს 2 ან 3 სახის აირის ნარევს: ჟანგბადი (ფერის ინტესიფიკაციისთვის), ნახშირორჟანგი (მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარების შეჩერებისთვის) და აზოტი (სხვა აირების პროპორციების შესამცირებლად ან შეფუთვის ფორმის შესანარჩუნებლად)
არსებობს შეფუთვის ახალი მეთოდებიც
ბიოდეგრადირებული შეფუთვა გამოიყენება გარემოზე მავნე ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით. მსგავსი ტიპის მასალა ნადგურდება ბენებრივი ფაქტორების (ბაქტერიები, მწვანე წყალმცენარეები, სოკოები) მიერ.
საჭმელად ვარგისი შეფუთვა ისეთი ტიპის შეფუთვაა, რომლის მოხმარებაც სურსათთან ერთადაა შესაძლებელი. მსგავსი ტიპის საფარველი, რომელიც შეიძლება ფარავდეს პროდუქტის ზედაპირს ან განთავსებული იყოს მის შიგნით, განიხილება როგორც პროდუქტის შემადგენელი ნაწილი. ასეთი ტიპის შეფუთვას განეკუთვნება ჭიქა ან კონტეინერი, რომლის მოხმარებაც შესაძლებელია სასმელთან; შეფუთვა, რომელიც უჩინარდება წყალში და სხვა. 
ზემოთხსენებული ტიპის შესაფუთი მასალა უნდა იყოს მისაღები ფერის, არომატის, გემოსი და ტექსტურის, უნდა დნებოდეს პირში და არა ხელში, უნდა ფარავდეს პროდუქტს და არ უნდა ეკვროდეს უშუალოდ შეფუთვას და უნდა იყოს უვნებელი.
სულ უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება ნანომასალები სურსათის შეფუთვაში, გამომდინარე იქიდან, რომ აუმჯობესებენ შეფუთვის ხარისხს და მის რეზისტენტულობას სხვადასხვა გარემო პირობების მიმართ.
უახლესი ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ნანომასალას არის ე.წ სმარტ შეფუთვა. შექმნილია სურსათის ხარისხის მონიტორინგისა და ინფორმაციის გადაცემისთვის. ის აღიქვამს მიკრობიოლოგიურ და ბიოქიმიურ ცვლილებებს პროდუქტში. ამ ტიპის შეფუთვაში დამატებით შესაძლოა შეგვხვდეს გაგრილების ან გათბობის კომპონენტები ელექტრული ეკრანით, რომელზეც განთავსებულია სურსათთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია. 
უარყოფითი მხარეები
მსგავსი ტიპის შეფუთვის ჰიდროფილური ბუნება ერთდორულად უპირატესობაცაა და ნაკლიც. წყალში ხსნადობა იმას ნიშნავს, რომ ასეთი შეფუთვა ტენიან გარემო პირობებში ვერ გამოიყენება.
საყურადღებოა უვნებლობის საკითხიც. ზოგიერთი შეფუთვა არ არის სანიტარულად დაცული სხვადასხვა გარემო პირობებში, ამიტომ საჭიროა მეორეული შეფუთვის გამოყენება, რომელიც არ არის ეკო-მეგობრული.
გასათვალისწინებელია მომხმარებლის ადაბტაციის უნარიც. როგორც წესი, მომხამრებელი მსგავსი ტიპის შეფუთვას სკეპტიკურად უყურებს და შეძენისას მეტად ყოყმანოს ან საერთოდ თავს იკავებს.
არსებითია ისიც, რომ მსგავსი ტიპის შესაფუთი მასალები საკმოდ ძვირია.
იმის დასადგენად, თუ რა სახის შეუთვაა გამოსაყენებლი, უნდა ვიცოდეთ წარმოებული პროდუქციის ბუნება და მახასიათებლები, როგორიცაა, აგრეგატული მდგომარეობა, ტექსტურა, შემადგენელი ინგრედიენტების ტიპი და სხვა. ასევე გასათვალისწინებელია დისტრიბუციის მანძილი.
შეფუთული პროდუქტის ხარისხი პირდაპირ კავშირშია სურსათისა და შესაფუთი მასალის თვისებებთან. მათი ურთიერთქმედება მოიცავს მასისა და ენეგრიის მიმოცვლას შეფუთულ სურსათს, შესაფუთ მასალასა და გარემოს შორის. შეფუთული სურსათის ხარისხი უარესდება მასის გადაცემის ფენომენის გამო. ტენის შთანქმა ან პირიქით, დაკარგვა, ჟანგბადის გამტარიანობა, არომატის დაკარგვა, არასასურველი სუნის შთანთქმა, შეფუთვის კომპონენტების მიგრაცია, ყოველივე ეს პირდაპირაა დამოკიდებული შესაფუთი მასალის ტიპსა და შეფუთვის ხარისხზე, აქედან გამომდინარე შეფუთვის მახასიათებლების განსაზღვრა არსებითია წარმოებული პროდუქტის უვნებლობისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის. გარდა უშუალოდ სურსათისა და შესაფუთი მასალის ურთიერთდამოკიდებულებისა, ძალზე მნიშვნელოვანია გარემო პირობების გათვალისწინება. გარე პარამეტრებიდან ყველაზე საყურადღებო ტემპერატურა და ტენიანობაა. მაღალი ტემპერატურა იწვევს სითხეებისა და აირების მომატებულ გამტარიანობას. ტენიანობამ შეიძლება დააჩქაროს წყალში ხსნადი კომპონენტების დიფუზია, ასევე შესაძლებელია შესაფუთი მასალიდან რაიმე ნაერთის მოხვედრა სურსათზე. 
შეღწევადობის პროცესმა შესაძლოა შეცვალოს სურსათის კევბითი ღირებულება. ნუტრიენტების დაკარგვა ხშირად არის განპირობებული შესაფუთი მასალის მიერ ჟანგბადის გატარებასთან ან სინათლის გადაცემასთან, რაც ჟანგვით პროცესებს უწყობს ხელს. ამიტომაც გამოიყენება ზოგიერთი პროდუქტის შესაფუთათ სინათლის სხივის დამბლოკავი, მუქი შეფერილობის ტარა. 
შეფუთვის დიზაინის, ფორმის ან ნებისმიერი სპეციალური ფუნქციის შერჩევისას დისკუსიაში ჩართულნი უნდა იყვნენ შეფუთვის ინჟინრები. აგრეთვე შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს იმის დადგენა გადამუშავებადია თუ არა შესაფუთი მასალა, რადგან მომხმარებელი გარემოს დაცვის მიმართ მეტ ყურადღებას იჩენს. 
არსებითია სამრთლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დადგენაც. შესაძლოა შეზღუდული იყოს ზოგიერთი მასალის გამოყენება. სასურსათო დანამატები, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან შეფუთვის სახით, მიიჩნევიან არაპირდაპირ სასურსათო დანამტებად. 
განსასაზღვრია შესაფუთი მასალის თავსებადობაც დანადგართან. შეფუთვის ინჟირენმა წინასწარ უნდა მოიპოვოს მასალა, რომელიც შეეთავსება როგორც დანადგარს, ისე დააკმაყოფილებს ვარგისიანობის ვადის მინიმალურ მოთხოვნებს. პროდუქტებს, რომლებსაც შენახვის ვადა ხანგრძლივი აქვთ, სჭირდებათ შესაბამისი შესაფუთი მასალა, რომელიც ოპტიმალურად იფუნქციონირებს პროდუქტის „სიცოცხლის“ განმავლობაში.
შეფუთვა