დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა
როგორ შევიმუშავოთ HACCP-ის სისტემა?

როგორ შევიმუშავოთ HACCP-ის სისტემა?

300 Gel

როგორ დავნერგოთ HACCP სისტემა

HACCP-ის კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 

  • მოახდინონ ნებისმიერი ტიპის სურსათის უვნებლობის საფრთხის იდენტიფიცირება; 

  • შეაფასონ ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობა და შესაბამისობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GPM/GHP); 

  • დააკომპლექტონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში HACCP-ის სისტემის გუნდი და მართოს დირექტორთან შეთანხმებით; 

  • შეიმუშავონ საწარმოებელი პროდუქტების სპეციფიკაციები, წარმოების ბლოკ-სქემები; 

  • ჩაატარონ შესაბამისი საფრთხის ანალიზი; დაადგინონ საკონტროლო და კრიტიკული საკონტროლო წერტილები; 

  • დაადგინონ შესაბამისი კონტროლის/საფრთხის პრევენციის პროცედურები; წერილობით აღწერონ და დაადგინონ ორგანიზაციაში სურსათის უვნებლობის სისტემის გამართულად მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა.

  • მონაწილეები მიიღებენ ქართულ ენაზე ნათარგმნ კოდექს, დამხმარე მასალას,   (ე.წ. HAND OUT), რომლებშიც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში.

პირველი დღე:4სთ

  • მისალმება, გაცნობა და წარდგენა; 

  • სურსათისა და სურსათის ტარის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების HACCP, ISO 9001, ISO 22000, HACCP, BRC, FSSC, GLOBAL GAP-ის მოკლე მიმოხილვა და სერტიფიცირებული ბიზნესოპერატორების უპირატესობები ბაზარზე; 

  • სურსათისა და სურსათის ტარის წარმოებასთან ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების მიმოხილვა; 

  • საწარმოო პროცესზე, სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორები; 

  • წარმოების სანიმუშო პრაქტიკა და წარმოების მაღალჰიგიენური მეთოდები (GPM/GHP);

მეორე დღე:4სთ

  • Haccp-ის სისტემის შექმნა და მისი საერთაშორისო აღიარება;

  • პროდუქციის სპეციფიკაციების შემუშავება; 

  • პროდუქციის ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება; 

  • საფრთხის ანალიზის ჩატარება; 

  • კრიტიკული საკონტროლო და საკონტროლო წერტილების დადგენა; 

  • წარმოების ბლოკ-სქემის შექმნა;

  • HACCP-ის გეგმის შედგენა;

  • ვალიდაცია და ვერფიკაციის პროცედურების ჩატარება;

შეძენა დამატება