ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობები:
- ობიექტზე არსებული საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება HACCP-ის სისიტემის მოთხოვნებთან მიმართებაში;
- შეფასების ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციის ხელმძღვანელი რგოლისთვის და კონსულტაცია საკითხების გამოსასწორებლად;
- HACCP-ის სამუშაო ჯგუფის დანიშვნა, გადამზადება და სურსათის უვნებლობის სისტემის შემუშავება. დოკუმენტირებული პროცედურების, წარმოების ტექნოლოგიური სქემების, საფრთხის ანალიზისაა და სხვა დოკუმენტაციის, რაც განსაზღვრულია საქარველოს კანონმდებლობითა და Codex Alimentarius, HACCP-ის კოდექსით;
- სამუშაო ჯგუფთან ერთად კვლევის პარამეტრებისა და ლაბორატორიული შედეგების ინტერპრეტაცია;
- სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოძახების სიმულაციური ტესტის ჩატარება, მიკვლევადობის უზრუნველყოფა და საბოლოო შეფასება;
- კონტრაქტის მოქმედების პირობებში GMP და GHP სისიტემების ტრენინგი ობიექტის ყველა თანამშრომლისთვის, რაც სავალდებულო მოთხოვნაა HACCP-ის სისტემის;
- HACCP-ის სისტემაზე პასუხისმგებელი პირების, HACCP-ის გუნდის გადამზადება, რომ ორგანიზაციამ სრულად, დამოუკიდებლად მართოს შესაბამისი პროცესები;