ხარისხის საკონსულტაციო ცენტრმა 6 თვიანი აქტიური თანამშრომლობის შემდეგ წარმატებით დაასრულა ვაზისუბნის მამულში HACCP-ის, სურსათის უვნებლობის სისტემის შემუშავება და დანერგვა.
გადამზადდა პერსონალი და ახალ სეზონზე სასტუმრო ვიზიტორებს კომფორტულ გარემოსა და ულამაზეს ხედებთან ერთად, უგემრიელესი, HACCP-ის სისტემის სრული მოთხოვნების დაცვით მომზადებული სურსათით დახვდება.