დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა
iso 22000:2018-ის სისტემის შემუშავება და დანერგვა
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

iso 22000:2018-ის სისტემის შემუშავება და დანერგვა

ISO 22000:2018 - "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - საერთაშორისო მოთხოვნები სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ".

ISO 22000 არის სტანდარტი, რომელიც შეიმუშავა საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციამ.  ISO 22000-ის გამოყენებით ბიზნესოპერატორი შეძლებს აკონტროლოს ორგანიზაციაში წარმოებული სურსათის უვნებლობა. ეს სტანდარტი ​ადგენს მოთხოვნებს "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის" მიმართ, რომელიც მოიცავს:

  • ინტერაქტიულ კომუნიკაციას,

  • სისტემის მენეჯმენტს,

  • წინასწარ მოსამზადებელ პროგრამებს, და 

  • HACC პრინციპებს

ვის შეუძლია ISO 22000 სტანდარტის გამოყენება?

  • ISO 22000 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა რგოლმა, "ფერმიდან სუფრამდე". მათ შორის პროდუქტების მწარმოებელმა და მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი,  სატრანსპორტო კომპანიები და სხვა.​

  • ​ISO 22000 შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციების მიერ, თუნდაც ეს იყოს 5 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული მცირე ზომის საცხობი, შემფუთავი კომპანია, თუ მრავალ ათასიანი საერთაშორისო დონის სურსათის მწარმოებელი კომპანია ან ჰიპერმარკეტი.

მოითხოვეთ  ე. წ GAP ANALYSIS  - ეს არსებული მდგომარეობის ანალიზია რაც  გვაძლევს რეალურ სურათს თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის სისტემასა და ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნებს შორის.

პირველადი ანალიზის შემდეგ ორგანზაცია იღებს სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.