ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი - სურსათის უვნებლობისა, ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემების საკონსულტაციო ორგანიზაციაა, მან ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, AIISO წარადგინა.
AIISO ასე ჰქვია - ხარისხის საკონსულტაციო ცენტრის მიერ შემუშავებულ ვებ-აპლიკაციას, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ისეთი მენეჯმენტის სისტემების ბიუჯეტურად და ეფრექტურად შემუშავებასა და მართვაში.
დამფუძნებლებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბაზარზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ მათთან რამდენიმე წლიანი აქტიური თანამშრომლობითა და კონსულტაციებით შეიქმნა სოფტი ერთი დანიშნულებით, გაამარტივოს და ხელმისაწვდომი გახადოს ბაზარზე საკანონმდებლო და საერთაშორისო სტანდარტებთან წვდომის შესაძლებლობა და სერტიფიცირება.
AIISO ერთ პლათფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც სჭირდება ნებისმიერი სპექტრის სასურსათო ორგანიზაციას ან მენეჯერს რომ დაგეგმოს, წარმართოს და გააკონტროლოს მენჯმენტის პროცესები.
ვებ-აპლიკაცია ამარტივებს, აუჯობესებს და დროში ამცირებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს, ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით სხვადასხვა თანამედროვე მექანიზმებს რისი დახმარებითაც საერთოშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და პროგრამულ სტატისტიკზე დაყრდნობით პროგრამა იძლევა შესრულებული სამუშაოს ანალიზისა და გაუჯობესების შესაძლებლობას.
სწორედ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით შევიმუშავეთ AIISO აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციისთვის ყოველგვარი ზედმეტი მაკულატურის გარეშე, ვებ-აპლიკაციით სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას დამკვეთისთვის მისაღები ფორმით, კომპიუტერით, მობილური ტელეფონით, პლანშეტით ან სხვა.