დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ანტიოქსიდანტები

ანტიოქსიდანტები არიან ადამიანის მიერ შექმნილი ან ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ ან შეაფერხონ ზოგიერთი სახის უჯრედების დაზიანება. ბოსტნეულითა და ხილით მდიდარი დიეტა, რომელიც ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა, აღმოჩნდა რომ  ჯანსაღია, თუმცა კვლევამ არ აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტური დანამატები სასარგებლოა დაავადებების  პრევენციისთვის.ანტიოქსიდანტების მაგალითებია ვიტამინები C და E, სელენი და კაროტინოიდები, როგორიცაა ბეტა-კაროტინი, ლიკოპენი, ლუტეინი და ზეაქსანტინი.

ძირითადი პუნქტები:
  • ბოსტნეული და ხილი ანტიოქსიდანტებით მდიდარი წყაროა. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ დიეტა, რომელიც შეიცავს უამრავ ბოსტნეულსა და ხილს, არის ჯანსაღი და აშშ-ს მთავრობა მოუწოდებს ხალხს,დიდი რაოდენობით მიიღონ ეს სურსათის .კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ მეტ ბოსტნეულსა და ხილს, აქვთ რამდენიმე დაავადების დაბალი რისკი, თუმცა, არ არის ნათელი, არის თუ არა ეს შედეგები დაკავშირებული ბოსტნეულსა და ხილში ანტიოქსიდანტების რაოდენობასთან, ამ სურსათის სხვა კომპონენტებთან, ადამიანების დიეტის სხვა ფაქტორებთან თუ ცხოვრების სტილთან.
  • 100 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით, რომელიც იკვლევდა შეუძლია თუ არა ანტიოქსიდანტური დანამატებს დახმარება ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებაში, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და კატარაქტი, უმეტეს შემთხვევაში, ანტიოქსიდანტები არ ამცირებდნენ ამ დაავადებების განვითარების რისკს.
  • ანტიოქსიდანტების მაღალი დოზების დანამატები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის რისკებთან. ბეტა-კაროტინის მაღალი დოზებით დამატებამ შეიძლება გაზარდოს მწეველებში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი, E ვიტამინის მაღალი დოზებით დამატებამ შეიძლება გაზარდოს პროსტატის კიბოსა და ინსულტის რისკი.
  • ანტიოქსიდანტური დანამატები შეიძლება ურთიერთქმედდეს ზოგიერთ მედიკამენტთან.
თავისუფალი რადიკალები, ოქსიდაციური სტრესი და ანტიოქსიდანტები.
თავისუფალი რადიკალები არასტაბილური მოლეკულებია, რომლებიც ბუნებრივად წარმოიქმნება ვარჯიშის დროს და მაშინ, როდესაც თქვენი სხეული საკვებს ენერგიად გარდაქმნის. თქვენი სხეული ასევე შეიძლება ექვემდებარებოდეს თავისუფალ რადიკალებს, სხვადასხვა გარემო წყაროებიდან, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, ჰაერის დაბინძურება და მზის სხივები. თავისუფალ რადიკალებს შეუძლიათ გამოიწვიონ „ოქსიდაციური სტრესი“, პროცესი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება. ითვლება, რომ ოქსიდაციური სტრესი დიდ  როლს თამაშობს  სხვადასხვა დაავადებებში: კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და თვალის დაავადებები, როგორიცაა კატარაქტა და ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია.
       დადასტურებულია, რომ ანტიოქსიდანტური მოლეკულები ეწინააღმდეგება ოქსიდაციურ სტრესს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში (მაგალითად, უჯრედებებისა ან ცხოველებზე კვლევებში), თუმცა საკამათოა, რამდენად სასარგებლოა დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების მიღება დანამატის სახით. ასევე არსებობს გარკვეული აზრი, რომ ანტიოქსიდანტური დანამატების ჭარბი დოზებით მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს.

უსაფრთხოება
მაღალი დოზით ანტიოქსიდანტური დანამატები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საზიანო იყოს,მაგალითად, ზოგიერთი კვლევის შედეგებმა დააკავშირა ბეტა-კაროტინის მაღალი დოზების გამოყენება მწეველებში ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან და მაღალი დოზით ვიტამინის E-ს დანამატების გამოყენება ჰემორაგიული ინსულტის გაზრდილ რისკთან (თავის ტვინში სისხლდენით გამოწვეული ინსულტის ტიპი თავის ტვინში სისხლდენით) და პროსტატის კიბოსთან. ზოგიერთი სხვა დიეტური დანამატის მსგავსად, ანტიოქსიდანტური დანამატები შეიძლება  ურთიერთქმედებდეს გარკვეულ მედიკამენტებთან. მაგალითად, E ვიტამინის დანამატებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლები). ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კიბოს მკურნალობის დროს ანტიოქსიდანტური დანამატების მიღების ეფექტი შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგრამ სხვები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს საზიანო. კიბოს ეროვნული ინსტიტუტი გვირჩევს, რომ ადამიანები, რომლებიც მკურნალობენ კიბოზე,ანტიოქსიდანტური დანამატების მიღებამდე უნდა გაესაუბრონ თავის ექიმს.

სადამკვირვებლო და ლაბორატორიული კვლევები
ადამიანთა დიდი ჯგუფების ტიპურ კვებით ჩვევებზე, ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობის ისტორიებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ, ვინც მეტ ბოსტნეულსა და ხილს ჭამდა, რამდენიმე დაავადების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, კიბოსა და კატარაქტის დაბალი რისკი ქონდათ. დაკვირვებით კვლევებს შეუძლია წარმოადგინოს იდეები კვების ან ცხოვრების წესის ფაქტორებსა და დაავადების რისკს შორის შესაძლო კავშირის შესახებ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ აჩვენონ, რომელი ერთი ფაქტორი იწვევს თუ არამეორე ფაქტორს, რადგან მათ არ შეუძლიათ ახსნან სხვა ფაქტორები ,მაგალითად, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს მიირთმევენ, შესაძლოა უფრო მეტად ვარჯიშობდნენ და ნაკლებად ეწეოდნენ და სწორედ ეს იყოს დაავადების დაბალი რისკის მიზეზი და არა ანტიოქსიდანტების დიდი დოზიტ მიღება.
მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს ანტიოქსიდანტები,ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, რომლემაც აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტები ურთიერთქმედებენ თავისუფალ რადიკალებთან და ასტაბილურებენ მათ, რითაც ხელს უშლიან თავისუფალ რადიკალებს დააზიანონ უჯრედები.

ანტიოქსიდანტების კლინიკური კვლევები
იმის გამო, რომ ასეთი კვლევის შედეგები ძალიან იმედისმომცემი ჩანდა, დიდი, გრძელვადიანი კვლევები - რომელთაგან ბევრი დაფინანსებული იყო ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ - ჩატარდა იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა ანტიოქსიდანტური დანამატები, რომლებიც მიღებულ იქნა მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების მიზეზი. ამ კვლევებში მოხალისეებს შემთხვევითობის პრინციპით აძლევდნენ ან ანტიოქსიდანტს ან პლაცებოს (იდენტური გარეგნობის პროდუქტი, რომელიც არ შეიცავდა ანტიოქსიდანტს). კვლევა ჩატარდა ორმაგად ბრმა გზით (არც კვლევის მონაწილეებმა და არც მკვლევარებმა არ იცოდნენ რომელ პროდუქტს იღებდნენ). ამ ტიპის კვლევები - სახელწოდებით კლინიკურ კვლევებს - შექმნილია იმისთვის, რომ გასცეს მკაფიო პასუხები კონკრეტულ კითხვებზე იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ნივთიერება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ამ კვლევებიდან ყველაზე ადრეული იყო ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული ბეტა-კაროტინის დანამატების მაღალი დოზების ტესტირება, ცალკე ან სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად. ამ კვლევებმა, რომლებიც დასრულდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, ყველამ აჩვენა, რომ ბეტა-კაროტინი არ იცავს ადამიანებს კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ერთ კვლევაში ბეტა-კაროტინის დანამატებმა გაზარდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი მწეველებში, ხოლო მეორე კვლევაში ბეტა-კაროტინის და A ვიტამინის შემცველ დანამატებს იგივე ეფექტი ჰქონდათ.

უახლესმა კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ უმეტეს შემთხვევაში ანტიოქსიდანტური დანამატები არ უწყობს ხელს დაავადების თავიდან აცილებას. მაგალითად:
  • ქალთა ჯანმრთელობის კვლევამ, რომელიც მოიცავდა 40000 ჯანმრთელ ქალს, სულ მცირე, 45 წლის ასაკში, დაადგინა, რომ ვიტამინი E-ს დანამატები არ ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოს, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის ან კატარაქტის რისკს.მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი E-ს დანამატები დაკავშირებული იყო კარდიოვასკულური მიზეზების გამო სიკვდილის შემცირებასთან, მათ არ შეამცირეს კვლევის მონაწილეთა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
  • ქალთა ანტიოქსიდანტური გულ-სისხლძარღვთა კვლევამ არ დაადგინა C ვიტამინის, E ვიტამინის და ბეტა-კაროტინის დანამატების სასარგებლო ეფექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე (გულის შეტევა, ინსულტი ან სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით) ,დიაბეტისა და კიბოს განვითარების ალბათობაზე,40 წელს ზემოთ მყოფ  8000-ზე მეტ ქალში, რომლებიც იყვნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ. ანტიოქსიდანტურმა დანამატებმა ასევე არ შეანელა კოგნიტური ფუნქციის ცვლილებები 65 წლის და უფროსი ასაკის ქალებში.
  • ექიმების ჯანმრთელობის შესწავლა II-მა, რომელიც მოიცავდა 50 წელზე მეტი ასაკის 14000-ზე მეტ მამაკაც ექიმს, აღმოაჩინა, რომ არც ვიტამინი E და არც ვიტამინი C-ს დანამატები არ ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა ძირითადი დაავადებების (გულის შეტევა, ინსულტი ან სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან), კიბოს, ან კატარაქტას ალბათობას. სინამდვილეში,ამ კვლევაში E ვიტამინის დანამატები დაკავშირებული იყო ჰემორაგიული ინსულტის გაზრდილ რისკთან.
  • სელენისა და ვიტამინის E-ს კიბოს პრევენციის კვლევამ (SELECT) - 50 წელზე უფროსი ასაკის 35000-ზე მეტი მამაკაცის კვლევამ დაადგინა, რომ სელენი და ვიტამინი E-ს დანამატები, ცალკე ან ერთად მიღებული, არ აფერხებენ პროსტატის კიბოს.2011 წლის განახლებულმა ანალიზმა დაასკვნა, რომ მამაკაცებში ვიტამინი E-ს დანამატებმა გაზარდა პროსტატის კიბოს შემთხვევები 17 პროცენტით. E ვიტამინისა და სელენის ერთად მიღებისას პროსტატის კიბო არ გაიზარდა.
ზემოთ აღწერილი კვლევებისგან განსხვავებით, ორმა დიდმა კვლევამ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციაზე (AMD), რომელიც ხანდაზმულებში მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზია, აჩვენა დამატებების სასარგებლო ეფექტი, რომლებიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ორივე კვლევა დაფინანსებული იყო ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ.
  • პირველმა კვლევამ, სახელწოდებით AREDS (ასაკთან დაკავშირებული თვალის დაავადების კვლევა), აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტებს (ვიტამინი C, ვიტამინი E და ბეტა-კაროტინი) პლუს თუთია და სპილენძის კომბინაცია ამცირებს შუალედური AMD-ის პროგრესირებას მოწინავე AMD-მდე,25 პროცენტით 5 წლის განმავლობაში,თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ეს კვლევა ჩატარდა, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ბეტა-კაროტინის დანამატების მიღება ზრდის ფილტვის კიბოს რისკს იმ ადამიანებში, რომლებიც ეწევიან სიგარეტს.
  • მეორე კვლევამ, სახელწოდებით AREDS2 (ასაკთან დაკავშირებული თვალის დაავადების კვლევა 2), აჩვენა, რომ კაროტინოიდები ლუტეინი და ზეაქსანტინი წარმოადგენს ბეტა-კაროტინის შესაბამის ჩანაცვლებას დანამატის ფორმულაში.ბეტა-კაროტინისგან განსხვავებით, ლუტეინი და ზეაქსანტინი არ ზრდის ფილტვის კიბოს რისკს და კვლევის მონაწილეთა 10-წლიანმა შემდგომმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ლუტეინი და ზეაქსანტინი უფრო ეფექტური იყო ვიდრე ბეტა-კაროტინი AMD-ის პროგრესირების რისკის შესამცირებლად.
რატომ არ მუშაობს ანტიოქსიდანტური დანამატები?
ანტიოქსიდანტური დანამატების კლინიკური კვლევების უმეტესობამ ვერ აჩვენა, რომ ისინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მკვლევარებმა ამის რამდენიმე მიზეზი გამოთქვეს:
  • ბოსტნეულითა და ხილით მდიდარი დიეტის ან სხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარი სურსათის სასარგებლო გავლენა ჯანმრთელობაზე შესაძლოა გამოწვეული იყოს იმავე საკვებში არსებული სხვა ნივთიერებებით ან სხვა ცხოვრების წესით.
  • დანამატების კვლევებში გამოყენებული ანტიოქსიდანტების დიდი დოზების ეფექტი შეიძლება განსხვავდებოდეს საკვებში მოხმარებული ანტიოქსიდანტების მცირე რაოდენობაზე.
  • საკვებში ანტიოქსიდანტების ქიმიურ შემადგენლობაში განსხვავებამ,დანამატებთან შედარებით, შეიძლება გავლენა იქონიოს მათ ეფექტზე, მაგალითად, E ვიტამინის რვა ქიმიური ფორმა გვხვდება საკვებში,მეორეს მხრივ, ვიტამინი E-ს დანამატები, როგორც წესი, მოიცავს მხოლოდ ერთ  ფორმას - ალფა-ტოკოფეროლს. ალფა-ტოკოფეროლი ასევე გამოიყენებოდა E ვიტამინის თითქმის ყველა კვლევაში.
  • ზოგიერთი დაავადებისთვის სპეციფიური ანტიოქსიდანტები შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე უკვე გამოცდილი,მაგალითად, თვალის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, თვალში არსებული ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ლუტეინი, შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ის, რაც არ არის თვალში, მაგალითად,როგორიცაა ბეტა-კაროტინი.
  • თავისუფალ რადიკალებსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს უფრო რთული, ვიდრე ადრე ეგონათ. ზოგიერთ შემთხვევაში, თავისუფალი რადიკალები რეალურად შეიძლება იყოს უფრო სასარგებლო ვიდრე  მავნე და მათი თავიდან მოცილება არასასურველი იყოს.
  • ანტიოქსიდანტური დანამატები შეიძლება არ იყო  საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში შესწავლილი ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან კიბო, რომლებიც ვითარდება ათწლეულების განმავლობაში.
  • ზემოთ განხილულ კლინიკურ კვლევებში მონაწილეები იყვნენ ან ზოგადი პოპულაციის წევრები ან ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ კონკრეტული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ. ისინი სულაც არ იყვნენ გაზრდილი ოქსიდაციური სტრესის ქვეშ. ანტიოქსიდანტები შეიძლება დაეხმარონ დაავადებების თავიდან აცილებაში იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან გაზრდილი ოქსიდაციური სტრესის ქვეშ.
თუ განიხილავთ ანტიოქსიდანტურ დანამატების მიღებას
  • არ გამოიყენოთ ანტიოქსიდანტური დანამატები ჯანსაღი დიეტის ან ჩვეულებრივი სამედიცინო დახმარების ჩასანაცვლებლად.
  • თუ თქვენ გაქვთ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რათა დაადგინოთ, შეესაბამება თუ არა AREDS-ის კვლევაში გამოყენებული ტიპის დანამატები თქვენთვის.
  • თუ თქვენ განიხილავთ დიეტურ დანამატს, ჯერ მიიღეთ ინფორმაცია მასზე სანდო წყაროებიდან. გაითვალისწინეთ, რომ დიეტური დანამატები შეიძლება ურთიერთქმედდეს მედიკამენტებთან ან სხვა დანამატებთან და შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც არ არის მითითებული ეტიკეტზე.თუ თქვენ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა,ან თუ ფიქრობთ ბავშვისთვის დიეტური დანამატის მიცემას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმართოთ თქვენს (ან თქვენი ბავშვის) ექიმს.
  • უთხარით ყველა თქვენს ექიმს ჯანმრთელობის დამატებითი მიდგომის შესახებ, რომელსაც იყენებთ. მიეცით მას სრული სურათი იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ თქვენი ჯანმრთელობის სამართავად. ეს ხელს შეუწყობს კოორდინირებული და უსაფრთხო მოვლის უზრუნველყოფას.
NCCIH- და NIH-ის მეირ დაფინანსებული კვლევა
ანტიოქსიდანტების შესახებ ბოლოდროინდელი NCCIH კვლევის თემები მოიცავს:
  • E ვიტამინის ორი ქიმიური ფორმის გავლენას ანთებაზე.
  • სელენის ბიოლოგიური ეფექტს იმუნურ ფუნქციაზე .
  • ალფა-ლიპოის მჟავის დოზების სპექტრის ეფექტს ოქსიდაციურ სტრესზე.
  • ალფა-ლიპოის მჟავისა და აცეტილ-L-კარნიტინის ეფექტს ანთებაზე ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების მქონე ადამიანებში.

NCCIH ასევე აფინანსებს საუკეთესო ცენტრს ანტიოქსიდანტური თერაპიის კვლევისთვის, რომელიც ატარებს კვლევებს ანტიოქსიდანტების ზემოქმედების შესახებ სხვადასხვა დაავადებებზე და დაბერებაზე.
NIH-ის სხვა კომპონენტები ასევე აფინანსებენ ანტიოქსიდანტების კვლევას. ბოლო თემები მოიცავს:
  • ანტიოქსიდანტური თერაპიის ეფექტს,ალცჰეიმერის დაავადების დროს
  • ჟანგვის და ანტიოქსიდანტების როლს ძუძუს კიბოს რისკთთან დაკავშირებით.
  • შეუძლია თუ არა ბროწეულის ანტიოქსიდანტებს დაეხმაროს მამაკაცებს პროსტატის კიბოს შემცირებაში ან მკურნალონაში.
  • შეუძლია თუ არა ანთოციანინებს (კენკრის ანტიოქსიდანტების ჯგუფი) დაეხმაროს ადამიანებს საყლაპავის კიბოს თავიდან აცილებაში.
ანტიოქსიდანტები