დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

კვებითი მოწამვლები

ბევრი მიკრობი ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას იწვევს კვებით მოწამვლებს (ინტოქსიკაციას), ანუ მიკრობი წარმოშობს ტოქსიკოზს. არჩევენ ტოქსიკოზს როგორც ბაქტერიული წარმოშობის, ასევე მიკოტოქსიკოზს (ტოქსინები, რომლებიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან). მაშინ როდესაც მოწამვლა ხდება საჭმლის მიღებისას, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსინის წარმომქმნელ (ტოქსიგენურ) მიკრობებს, ასეთ მოწამვლას ტოქსიკოინფექციას ეძახიან.
ბოტულიზმი - ეს მძიმე ფორმის კვებითი მოწამვლაა, რომელიც გამოწვეულია ისეთი პროდუქტის მიღებით სადაც გამრავლებულია ბოტულინის ბაქტერიები. ასეთი პროდუქტის მიღება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციფიკურ დაავადებას. დაავადების გამომწვევი პირველად გამოყოფილი იყო ძეხვის ნარჩენებისგან. ლათინურად-ბოტულუს ნიშნავს ძეხვს. ეს მიკრობები დიდხანს ძლებენ ნიადაგში, კარგად იტანენ დაბალ ტემპერატურას, არ იხოცებიან მინუს ტემპერატურაზე, უძლებენ გამოშრობას ათეული წლების განმავლობაში და მაღალ ტემპერატურას.ისინი ასინთეზებენ 8 სხვადახვა ტიპის ტოქსინს,რომლებიც უძლებენ ფიზიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას. ბოტულინის შეღწევისას ადამიანის ორგანიზმში ვითარდება მამოძრავებელი ნერვული სისტემის დამბლა, უძნელდებათ ყლაპვა, სუსტდება კუნთები, განსაკუთრებით კისრის კუნთები. ბოლო სტადიის დროს შეიმჩნევა სუნთქვის მოშლა, სიკვდილს იწვევს სუნთქვის  და გულის დამბლა, ფატალური შედეგი აღწევს 85%-მდე.
სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია- სტაფილოკოკები წარმოადგენენ ჩირქოვანი ანთებითი პროცესის  ძირითად გამომწვევებს. ამას კი შეუძლია გამოიწვიოს კვებითი ინტოქსიკაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოხვდებიან ორგანიზმში დიდი რაოდენობით. სტაფილოკოკები წარმოადგენენ ადამიანისა და ცხოველის კანის ზედაპირის ძირითად მობინადრეებს. ასევე ისინი არიან მათ ლორწოვან გარსში და დაზიანებული კანისა და ლორწოვანი გარსით ადვილად აღწევენ ორგანიზმში. ისინი ფართოდ არიან გავრცელებული ბუნებაში.
მოწამვლა უფრო ხშირად დაკავშირებულია სტაფილოკოკებით დაინფიცირებული რძის პროდუქტებით (აუდუღებელი რძე, კარაქი, ყველი, ხაჭო, ნაყინი და სხვა) და კრემის შემცველი პროდუქტებით (ტორტი, კრემიანი ნამცხვარი და სხვა). რძისა და რძის პროდუქტების ინფიცირება შეიძლება მოხდეს ძროხის ცურის ანთების დროს და ადამინების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებით, რომლებიც მუშაობენ ჩამოთვლილი პროდუქტების წარმოებაში.სტაფილოკოკები დიდხანს რჩებიან სიცოცხლისუნარიანი, ისინი თვეების განმავლობაში არიან მტვერში, კარგად იტანენ გამოშრობას, გაყინვას.
განსაკუთრებით საშიშია ეგრეთწოდებული ოქროსფერი სტაფილოკოკები, ისინი წარმოადგენენ ძლიერ ალერგენებს. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ 100 სხვადასხვა დაავადება (მუწუკები, პერიტონიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი, რომელთა დროს სიკვდილიანობა აღწევს 80%-ს) და დაავადონ ნებისმიერი ქსოვილი და ორგანო. თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდება  სტაფილოკოკების დიდი რაოდენობა, ზუსტად ეს იწვევს ადამიანის კვებით მოწამვლას. სტაფილოკოკებით მოწამვლა იწვევს გულისრევას, პირღებინებას, კუჭქვეშა ჯირკვლის მოშლას, ფაღარათს, ზოგჯერ თავის ტკივილს, ტემპერატურის აწევას და კუნთების სპაზმს. სურსათში სტაფილოკოკების გამრავლება არ იწვევს პროდუქტის ორგანოლეპტიკური თვისებების შეცვლას.
პროტეუსით გამოწვეული მოწავლები- ეს ბაქტერიები საპროფიტებს (საპროტროფები) წარმოადგენენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მრავლდებიან მკვდარი მცენარეების ნარჩენებში. მცირე რაოდენობით არიან ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში, არიან ნიადაგსა და ჩამდინარე წყლებში. ადამიანის დაავადება ხდება მაშინ, როდესაც ისინი დიდი რაოდენობით მოხვდებიან კუჭ-ნაწლავში. იქ ხდება მათი უჯრედების დაშლის შედეგად გამონთავისუფლებული ენდოტოქსინის შეწოვა სისხლში.ისინი იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, უფრი მეტად კვებით ტოქსიკოინფექციებს. გარდა ამისა სხვადასხვა ჩირქოვან ანთებით პროცესებს სეფსისურ დაავადებებს (ცისტიტს, პნევმონიას, მენინგიტს, ჩირქოვან გროვებს, სეფსისს და სხვა) და დისბაქტერიოზს. ჩამოთვლილის გარდა იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციას.
ალიმენტალურ-ტოქსიკური ალეიკია- ინტოქსიკაციას იწვევს (პური, ქერი და სხვ.) რომლებმაც გამოიზამთრეს მინდორზე ან მოსავალი აღებული იყო ძალიან გვიან.  მიცელიური სოკოები ვითარდებიან დაბალ ტემპერატურაზე და ასინთეზებენ დიდი რაოდენობით ტოქსინს. ტოქსინი ხასიათდება მდგრადობით. პურის ან ქერის მარცვლების დიდი ხნით შენახვა, წლების განმავლობაშიც კი არ ამცირებს ტოქსინის რაოდენობას. პურის გამოცხობისას, ან ფაფების და სუპების მომზადებისას ტოქსინი არ იშლება და არ კარგავს თავის მომწამლავ  თვისებებს.
დაავადების სიმპტომი ვლინდება სხეულში სისხლჩაქცევებით, ნეკროზით და სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევით. დაავადება მიმდინარეობს მოწამვლის ფორმით, რომელიც არ განსხვავდება ბაქტერიული ტოქსიკოზებისგან, ფარული ქრონიკული (უსიმპტომო) ფორმისგან, არ ვლინდება დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, მაგრამ იწვევენ ორგანოების ღრმა ცვლილებებს.
“მათრობელა პურით” მოწამვლას მძიმე სიმთვრალის დამახასიათებელი ნიშნები ახასიათებს. ეს კი გამოწვეულია ისეთი პურის და სხვა პროდუქტების გამოყენებით, რომელიც ინფიცირებული იყო სპეციფიკური მიცელიური სოკოებით (ფუზარიუმი).ამ სოკოს ტოქსინი მიეკუთვნება აზოტოვან გლუკოზიდებს და მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აღნიშნული სოკოები იზრდებიან სხვადასხვა სურსათზე და გამოიმუშავებენ ტოქსინებს, როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების მოსაწამლად.
აფლატოქსინები-  მიკოტოქსინებს შორის უფრო მეტად ცნობილია და შესწავლიალია აფლატოქსინები- კუმარინის ნაერთები. აფლატოქსინები ნაპოვნია სურსათში, კერძოდ მარცვლოვანებში, მშრალ ნაყოფებში, არახისში და მის ზეთში, ზოგიერთ ბოსტნეულშიც. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფლატოქსინი ნაპოვნია რძეში და ხორცში, ე.ი. იმ ცხოველებში, რომლებიც იკვებებოდნენ ამ სოკოებით დაინფიცირებული სურსათით.  აფლატოქსინები ძალიან გამძლენი არიან ტემპერატურის მიმართ, უძლებენ მაღალი წნევის სტერილიზაციას. მათ გააჩნიათ კანცეროგენური( სიმსივნის წარმოქმნა) მოქმედებაც.
ზოგიერთი წარმომადგენელი ფართოდ არის გავრცელებული სურსათში, ასინთეზებს პატულინს-ტოქსინს, რომელსაც გააჩნია კანცეროგენული მოქმედება(თვისება).  პატულინი გამოყოფილი იყო სოკოთი დაინფიცირებული მსხლისგან, ვაშლისგან, ვაშლის წვენიდან, სიდრიდან, ობმოკიდებული პურიდან, კარტოფილიდან. ამიტომ და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, დაობებული პროდუქტების მიღება ჯანმრთელობისათვის საშიშია.
კვებითი მოწამვლები