დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

შაქარი

შაქარი წარმოადგენს სურსათს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ რაციონში. ადამიანის ორგანიზმი დახარჯულ ენერგიას უმეტესწილად აღიდგენს შაქრის ხარჯზე. 
შაქარს აწარმოებენ შაქრის ჭარხლისა და შაქრის ლერწმისაგან. იწარმოება რაფინადის და ფხვნილის სახით.
ძველად შაქარი იწარმოებოდა მხოლოდ ლერწმისგან, რომელიც იზრდება თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში, მაგალითად: ინდოეთი, ჩინეთი, კუბა და ა. შ. ამის გამო შაქარი საკმაოდ იშვიათ და ძვირადღირებულ პროდუქტს წარმოადგენდა. ბევრ ქვეყანაში შაქრის შემცვლელად იყენებდნენ თაფლს, ცაცხვის, ნეკერჩხლის და არყის ტკბილ წვენს. ადამიანის დახარჯული ენერგიის ნახევარი აღდგება ნახშირწყლების მიერ, აქედან 1/3 უჭირავს შაქრებს.
1747 წელს გერმანელმა ქიმიკოსი ანდრეას სიგიზმუნდი მოხსენებით გამოვიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც განაცხადა, რომ  თეთრი ჭარხლიდან შესაძლებელია  შაქრის წარმოება, თუმცა ამას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და მხოლოდ მეცნიერის სიკვდილის შემდეგ 1784 წელს, მისმა მოსწავლემ ფრანც კარლ აჰარდმა დაიწყო შაქრის ჭარხლის კულტივირება და 1799 წელს მიიღო ჭარხლისგან შაქარი.1801 წელს კი გახსნა მსოფლიოში პირველი ჭარხლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც დაახლებით 6 წელ იმუშავა. ქარხანა 1807 წელს ხანძარმა გაანადგურა.
მაღალი ფასის გამო შაქარი საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მდიდარი ფენის წარმომადგენლებისათვის იყო ხელმისაწვდომი და აფთიაქებში ვერცხლის ექვივალენტურად იყიდებოდა. ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული შაქრის 60% მოდის შაქრის ლერწამზე, ხოლო 40% შაქრის ჭარხალზე. ამჟამად მსოფლიოში არსებობს 1500 ლერწმის და 1000 ჭარხლის გადამამუშავებელი ქარხანა, აქედან 800-მდე ქარხანა ევროპაში მდებარეობს. 
ჭარხლისგან შაქრის წარმოება ძირითადად მიმდინარეობს უწყვეტი ქმედების აგრეგატებზე. შაქრის რამოდენიმე ეტაპს მოიცავს: თავდაპირველად ხდება ქარხანაში შემოსული ჭარხლის ბოლქვების გარეცხვა და გასუფთავება. აუცილებელია გარეცხვა მოხდეს ზედმიწევნით კარგად, რათა ბოლქვებს მთლიანად მოსცილდეს მიწა, ქვიშა და ბალახის თესლი. გარეცხვა წარმოებს სპეციალური ჯაგრისებით. გარეცხილი ჭარხალი ქუცმაცდება სახეხებზე, ემატება ცხელი წყალი და მიიღება ფაფისებრი მასა. უწყვეტი ქმედების დანადგარზე რამოდენიმე ეტაპად ხდება ფაფისგან შაქრის გამორეცხვა. შაქარშემცველი სითხე მიეწოდება დიფუზიურ დანადგარს, სადაც ხდება მისი დამუშავება კირიან წყალში. ჭარხლის ბოლქვებში მშრალი ნივთიერების რაოდენობა შეადგენს 20-25%-ს, აქედან 14-18% არის საქაროზა, 2%-ს შეადგენს არაშაქროვანი ნივთიერებები. არაშაქროვანი ნივთიერების მოსაცილებლად აუცილებელია კირიანი შაქარხსნარის ჯერ გოგირდმჟავაში დამუშავება (დეფეკაცია) და შემდეგ ნახშირბადის დიოქსიდის მოცილება (სატურაცია). ფერისა  და მჟავიანობის მოსაცილებლად მეორე სატურაციის წვენს ამუშავებენ გოგირდის დიოქსიდში (სულფიტაცია). წვენის შესქელება მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ხდება ღია ამაორთქლებელ ქვაბებში სიროფის დუღილი მანამ, სანამ მშრალი ნივთიერების შემცველობა არ მიაღწევს  55-65%-ს, შემდეგ ხდება ხარშვა ვაკუუმ-აპარატებში მშრალი ნივთიერების 92-93,5% შემცველობამდე. მიღებულ მასას აცენტრიფუგირებენ და იღებენ შაქარს კრისტალური სახით, 0,8-1%  ტენიანობით. შაქრის კრისტალებს აშრობენ 110℃ ტემპერატურაზე 0,14% ტენიანობის მიღწევამდე.




#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი