დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

პათოგენები

პათოგენები არის ორგანიზები,რომლებიც იწვევენ დაავადებას.ადამიანის სხეული ბუნებრივად სავსეა მიკრობებით,თუმცა ეს მიკრობები პრობლემას იწვევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია ან თუ ისინი ახერხებენ სხეულის ნორმალურად,სტერილურ ნაწილში შეღწევას. ყველაფერი, რაც პათოგენს სჭირდება არსებობისა და გადარჩენისთვის, არის მასპინძელი. მას შემდეგ, რაც პათოგენი თავს იჩენს მასპინძლის სხეულში, ის ახერხებს ორგანიზმის იმუნური რეაქციების თავიდან აცილებას და გამოიყენებს ორგანიზმის რესურსებს რეპლიკაციისთვის. პათოგენების გადაცემა,სახეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია გავრცელდეს რამდენიმე გზით: კანთან კონტაქტით, სხეულის სითხეებით, ჰაერის ნაწილაკებით, განავალთან კონტაქტით და ინფიცირებული ადამიანის მიერ შეხებულ ზედაპირთან შეხებით.
პათოგენების ტიპები:
ვირუსები
ვირუსები შედგება გენეტიკური კოდის ნაწილისგან, როგორიცაა დნმ ან რნმ და დაცულია ცილის საფარით. მას შემდეგ, რაც თქვენ დაინფიცირდებით, ვირუსები შეიჭრებიან თქვენი სხეულის უჯრედებში ,იყენებენ უჯრედის კომპონენტებს რეპლიკაციისთვის და ამით უფრო მეტ ვირუსს წარმოქმნიან.რეპლიკაციის ციკლის დასრულების შემდეგ ახალი ვირუსები გამოიყოფა მასპინძელი უჯრედიდან. 
ანტიბიოტიკები არ კლავს ვირუსებს და, შესაბამისად, არაეფექტურია ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. ხანდახან შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტივირუსული მედიკამენტები, ვირუსის მიხედვით.
გავრცელებული ვირუსული დაავადებებია:
  • ჰეპატიტი 
  • ჰერპესული მეჭეჭები 
  • ნოროვირუსები 
  • ყვითელი ცხელება 
  • ებოლა 
  • გრიპი
  •  წითელა 
  • ტეტანუსი
  • ტიფოიდი
ბაქტერიები
ბაქტერიები არის მიკროორგანიზმები, რომლებიც შედგებიან ერთი უჯრედისგან. ისინი ძალიან მრავალფეროვანია, აქვთ მრავალფეროვანი ფორმები და მახასიათებლები,აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ თითქმის ნებისმიერ გარემოში, მათ შორის თქვენს სხეულში და სხეულზე. ყველა ბაქტერია არ იწვევს ინფექციას,მათ, ვისაც შეუძლია პათოგენურ ბაქტერიებს უწოდებენ.
თქვენი ორგანიზმი შეიძლება იყოს უფრო მიდრეკილი ბაქტერიული ინფექციების მიმართ, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა დაზიანებულია ვირუსით. ვირუსით გამოწვეული დაავადების მდგომარეობა საშუალებას აძლევს ჩვეულებრივ უვნებელ ბაქტერიებს გახდეს პათოგენური.
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიების ზოგიერთი შტამი გახდა რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ, რაც ართულებს მათ მკურნალობას. ეს შეიძლება მოხდეს ბუნებრივად, მაგრამ ასევე ხდება ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენების გამო.
გავრცელებული ბაქტერიული დაავადებებია:
  • ტუბერკულოზი 
  • ჯილეხი(ციმბირის წყლული)
  • სტაფილოკოკი
  • ტიფი 
  • სალმონელა
  • საშარდე გზების ინფექცია
  • ყელის სტრეპტოკოკი
  • კუჭის წყლული
  • ტულარემია
სოკოები
დედამიწაზე მილიონობით სხვადასხვა სოკოს სახეობაა,მათგან მხოლოდ 300 იწვევს დაავადებას. სოკოები გვხვდება თითქმის ყველგან,ისინი იწვევენ ინფექციას მაშინ , როდესაც  ჭარბად იზრდება.
სოკოს უჯრედები შეიცავს ბირთვს და სხვა კომპონენტებს, რომლებიც დაცულია მემბრანითა და სქელი უჯრედის კედლით. მათმა სტრუქტურამ შეიძლება გაართულოს მათი განადგურება.
გავრცელებული სოკოვანი დაავადებებია:
  • რინგჭია (თინეას ინფექციები)
  • პნევმონია
  • კანდიდოზი
  • საფუარის ინფექციები
  • ჰისტოპლაზმოზი
  • კრიპტოკოკოზი
პარაზიტები
პარაზიტები, რომლებიც ცხოვრობენ მასპინძელში ან მასზე და იკვებებიან მასპინძლის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტული ინფექციები უფრო ხშირია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, ისინი შეიძლება მოხდეს ყველგან.ისინი შეიძლება გავრცელდეს რამდენიმე გზით, მათ შორის დაბინძურებული ნიადაგის, წყლის, სურსათისა და სისხლით, ასევე სქესობრივი კონტაქტით და მწერების ნაკბენით.
პარაზიტების სამმა ძირითადმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში დაავადება. ესენი მოიცავს:
პროტოზოები- ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს სხეულში ცხოვრება და გამრავლება
გავრცელებული პროტოზოური დაავადებებია:
  • მალარია
  • ჩაგასის დაავადება
  • გიარდიაზი
  • კრიპტოსპორიდიოზი
ჰელმინთები- უფრო დიდი, მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ იცხოვრონ როგორც თქვენ ორგანიზმში,ისე თქვენ სხეული,ცნობილია როგორც ჭიები. 
ექტოპარაზიტები- მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებიც ცხოვრობენ ან იკვებებიან თქვენს კანზე, ზოგიერთი მწერების ჩათვლით, როგორიცაა ტკიპები და კოღოები.
პათოგენები