დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ინოვაცია სასურსათო მრეწველობაში

ნებისმიერი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წინაპირობა მუდმივი განვითარებაა. კომპანია აუცილებლად უნდა იყოს ფოკუსირებული ინოვაციების დაგეგმვასა და მათ წარმატებით განხორციელებაზე. 
ინოვაცია არის ორგანიზებული, წინასწარ განსაზღვრული და პრაქტიკული საქმინობა, რომელს მეშვეობითაც კომპანია ქმნის ახალ ღირებულებას და რომელიც განსხვავდება ბაზარზე განთავსებულისგან, რათა დააკმაყოფილოს ახალი მომხმარებლის მოთხოვნები.
ინოვაცია სამეტაპიანი პროცესია:
◾️  შესაძლებლობის განსაზღვრა;
◾️  ხსნებული შესაძლებლობის განვითარება სათანადო პროცესის მეშვეობით;
◾️  მისი ბაზარზე გატანა.
არსებობს ინოვაციის 3 ძირიტადი სახეობა:
◾️ პროდუქტის ინოვაცია - ყველაზე მარტივი ფორმა;
◾️ პროცესის ინოვაცია - პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის ინოვაცია;
◾️ სერვისის ინოვაცია - ინოვატორი კომპანიზები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ გარკვეულ სერვისს, კონკრეტული პროდუქტის ნაცვლად.
შესაძლოა იყოს ინოვაციის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი:
ტექნოლოგია
ტექნოლოგიური პროგრესი თავის მხრივ აძლვეს ბიძგს სხვადასხვა სახის ინოვაციას. მაგალითად, ინტერნეტმა სხვდასხვა საიტებისა და ონლაინ ვაჭრობის მეშვეობით საშუალება მისცა სურსათის მცირე და დამოუკიდებელ ბიზნესოპერატორებს განავითარონ და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
კლიენტები
კლიენტების მოთხოვნა და საჭიროებები გამუდმებით იცვლება. ამის კარგი მაგალითია გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის ე.წ „დაბერება“, შესაბამისად ბიზნესებს, მათ შორის სურსათის ინდუსტრიას მოუწევს ფეხი აუწყოს მომხმარებლის კატეგორიისა და მათი საჭიროებების ცვლილებას.
ბიზნესგარემო
ბიზნესგარემო მოიცავს კანონმდებლობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკის გამუდმებულ ცვლილებას. ყოველივე ეს ის ფაქტორია, რისი კონტროლიც ორგანიზაციას არ შეუძლია, თუმცა მათი ზეგავლენით შესაძლებელია და ზოგჯერ აუცილებელიც, ორგანიზაციაში ცვლილების განხორციელება. მსგავს სიტუაციებში, კომპანიები ამჯობინებენ ინოვაციის ინვესტიციის შემცირებას მასთან დაკავშირებული რისკების გამო, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც აგრძლებენ ინოვაციაში ინვესტირებას უფრო წარმატებულები არიან.
კონკურენცია
კონკურენციის მზარდი ბუნებიდან გამომდინარე კომპანიებმა მუდვიმად უნდა იფიქრონ განვითარებაზე, რათა დაძლიონ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე წამოჭრილი გამოწვევები. სურსათის ინდუსტრიამ, იქნება ეს საცალო ვაჭრობა თუ წარმოება, ადაბტირება უნდა მოახერხოს და სწორედ ინოვაციაა ფეხის აწყობისა და კონკურენციის დაძლევის საშუალება.
სასურსათო ინდუსტრიაში ინოვაციად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი სახის ქმედებები:    
◾️  ახალი პროდუქტის შექმნა;
◾️  არსებული პროდუქტის ახალი სახეობის შექმნა (ახალი ნედლეული ან ნახევარფაბრიკატი, ახალი გემო);
◾️  პროდუქტის წარმოების ან გაყიდვის ახალი მეთოდის გამოყენება;
◾️  ნედლეულის ან ნახევაფრიკატის მიწოდების ახალი წყაროს ათვისება;
◾️  ახალი საწარმო, კომპანია, რომელიც აწარმოებს ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქტს. 
ინოვაცია შესაძლოა იყოს:
რადიკალური - ქმნის სრულიად ახალს, სრულიად განსხვავებულს უკვე მიღწეულისგან. რადიკალაური ინოვაცია იშვიათია, თუმცა მისი გავლენა არსებითია.
ეტაპობრივი - გულისხმობს არსებული პროდუქტის ან პროცესის გამუჯობესებას. ინოვაციის უმრავლესობა, დაახლოებით 70%, ეტაპობრივია. მისი დამხარებით შესაძლებელია ტექნოლოგიურად ახალი პროდუქტის შექმნა, რომლის მიზნობირივი გამოყენება შესაძლოა ფუნდამენტალურად ახალი იყოს. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გავლენით შექმნილი ახალი პროდუქტი, მიეკუთვნება, რადიკალურ ინოვაციას, ხოლო საბაზრო გავლენით შექმნილი, ეტაპობრივს.
ხელისშემშლელი - ძვირადღირებული ან უაღრესად დახვეწილი პროდუქტის ან სერვისის გარდაქმნის პროცესი უფრო მარტივ, ხელმისაწვდომ და ფართო მოსახლეობისთვის მისაწვდომად. ამ ტიპის ინოვაცია ფოკუსირებულია ცვლილებების შედეგებზე. ეს ხშირად ანადგურებს დამყარებულ ინდუსტრიებს. 
არსებობს 3 ტიპის ინოვაციური კომპანია: 
ინტეგრატორი - თითოეულ პროცესს წარმართავს თვითონ და გააჩნია არსებითი ბიუჯეტი. მოსახერხებელია თუ ტექნოლოგია უკვე დამტკიცებულია, მიზნობრივი მოხმარება განსაზღვრულია და ბაზარზე პროდუქტის მყისიერი განთავსება არ არის აუცილებელი.
ლიცენზორი - პატენტის ინოვატორი კომპანიები, რომლებიც არ ფლობენ ინფორმაციას მომხმარებლისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ეს სტრატეგია კომპანიის მიერ იმ შემთხვევაში გამოყენება, როცა ტექნოლოგიები იცვლება სწრაფად და რისკი მაღალი. 
დირიჟორი - მიზნების განსაზღვრის შემდეგ იეყენებს პარტნიორ კომპანიას ამოცანების შესასრულებლად. ამ გზით შექმნილია წარმატებული ინოვაციები. აღწერილი გზით მივდივართ ღია ინოვაციამდე (გარე და შიდა რესურების კომბინაცია), რა დროსაც თანამშრომლობა შესაძლოა დამყარდეს უნივერსიტეტებთან, სტარტაპებთან, გამომგონებლებთან ან ძირითად მომწოდებლებთან. ღია ინოვაციის კარგი მაგალითია ყავის აპარატი „სენსო“, რომლის იდეაც ყავის კომპანიასა და ყავის აპარატების გამყიდველ კომპანიას შორის გაჩნდა. შედეგად შეიქმნა ყავის პატარა კაფსულები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებელს ყავის სწრაფად მომზადების საშუალებას აძლევს.
გარდა ღია ინოვაციისა, არსებობს ერთობლივი ინოვაცია, რომელიც ეფუძნება მომხმარებლის გამოყენებას და მასთან კომუნიკაციიას ცვლილების განხორციელებისას და ინოვაციის დანერგვისას, რაც ბაზარზე წარმატების მიღწევის შანსებს არსებითად ზრდის. 
ინოვაცია და კონსერვატიზმი:
სრულიად ახალი პროდუქტის დანერგვისა და წარდგენისას მომხმარებელი „ფამილიარობის“ გამო ძირითად შემთხვევებში ყოყმანობს პროდუქტის შეძენისას. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალი პროდუქტის დანერგვის ნაცვლად, მიზანშეწონილია, ნაცნობი პროდუქტის ინოვაციისას გამოყენებული იქნას ახალი ინგრედიენტები და საწარმოო პროცესები.
ინოვაციის დანერგვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს, მომხმარებლის მიერ პროდუქტის მოხამრების რომელ ეტაპზე უნდა იქონიოს გავლენა ამ ინოვაციამ. მაგალითად, როდესაც ინოვაცია დაკავშირებულია მოხმარების წინა ეტაპთან, გადაწყვეტილების მიღებამდე ნებსიმიერი ინფორმაცია, რომელიც კომუნიკაციასთანაა კავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის კარგი მაგალითია „გაუზიარე კოკა-კოლას“ კამპანია. იდეის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროდუქტი უფრო „პირადული“ გაეხადათ. 
ინოვაციის კიდევ ერთი ფაზა დაკავშირებულია ყიდვის მომენტთან. აქ 2 ფაქტორი შეიძლება განვიხილოთ: არჩევანისა და პირადი გამოცდილების. პირველ შემთხვევაში კომპანია მომხმრებელს პირდაპირ სთავაზობს მის მიერ შექმნილ კონკრეტულ პროდუქტს, მაგალითად პიცას, მასზე განთავსებული გარკვეული ინგრედიენტებით. ხოლო მეორე შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად გადაწყვიტოს პროდუქტის მახასიათებლები, მაგალითად პიცის ტოპინგების მომხმარებლის მიერ არჩევა. 
კიდევ ერთი ფაზა არის უშუალოდ მოხმარების პროცესი. კომპანია ამ შემთხვევაში ცდილობს პროდუქტის მოხმარების ეტაპზე დანერგოს ინოვაცია. ამის მაგალითია ე.წ „ვახშამი ცაში“, რა დროსაც მაგიდა ჰაერშია დაკიდებული. ამ პრაქტიკას საქართველოც შეურთდა. 
რაც შეეხება მოხმარების შემდგომ ინოვაციას, ამ დროს კომპანია ატარებს სხვადასვხა ტიპის წამახალისებელ ღონისძიებებს (მაგ: გათამაშებები), რათა კომპანიამ მოიზიდოს ახალი მომხმარებელი. 
ინოვაცია სასურსათო მრეწველობაში