დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ანტიბიოტიკები

ანტიბიოტოკები არის ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ შენახვის დროს შეაჩერონ ისეთი პროდუქტების გაფუჭების პროცესი, როგორიცაა თევზი, ხორცი, ფრინველი, ხილი და სხვა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული პროდუქტის დასამუშავებლად მინიმალური რაოდენობით გამოყენებული ანტიბიოტიკები 2-ჯერ ადიდებს მათი შენახვის ვადას,ცოცხალი სახით. ეს მნიშვნელოვანია, შორ მანძილებზე პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის. ანტიბიოტიკებს შეუძლიათ ხანგრძლივად მიღებისას ორგანიზმში გამოიწვიოს თანაური მოვლენები, კერძოდ, ორგანიზმის გადიდებული რეაქციულობა გარეშე და შინაგანი გარემოს სხვადასხვა ფაქტორების მიმართ, კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის შეცვლა– დისბაქტერიოზი, რომლებმაც შეიძლება განავითარონ მეორეული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები, კანდიდამიკოზებისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ფორმის მიკრობების წარმოშობა.
ანტიბიოტიკებს შორის მხოლოდ ზოგიერთი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. კერძოდ, ანტიბიოტიკებით დამუშავებულმა ხორცისა და თევზის პროდუქტების ექსპერიმენტულმა დამუშავებამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ ქლორტეტრაციკლინსა და ოქსიტეტრაციკლინს (ტერამიცინი) აქვთ უნარი შეაყოვნონ ამ პროდუქტების ზედაპირზე არსებული ბაქტერიული ფლორის ზრდა. ანტინიოტიკები სიცივესთან ერთად უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს იძლევა მათი აუცილებელი რაოდენობის შემცირების საშუალებას, ამას კი დიდი ჰიგიენური მნიშვნელობა აქვს.
კვების მრეწველობაში ისეთი მალეფუჭებადი პროდუქტების დასამუშავებლად, როგორიცაა ხორცი და თევზი, ანტიბიოტიკები მაშინ უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც კონსერვაციის სხვა მეთოდების გამოყენება შეუძლებელი ან გაძნელებულია. ანტიბიოტიკებს, ჩვეულებრივ, შემდეგნაირად იყენებენ:

- სურსათის შენახვა ანტიბიოტიკებიან ყინულში;
- სურსათის ჩაყურსვა ანტიბიოტიკებიან ხსნარში გარკვეული დროით;
- ანტიბიოტიკის შეყვანა ცხოველის ორგანიზმში დაკვლამდე.

ბიომიცინი, ანუ ქლორტეტრაციკლინი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნედლი თევზის შენახვის ვადების გასახანგრძლივებლად გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ბიომიცინიანი ყინული, რომელიც 1 ტონა ყინულზე შეიცავს არა უმეტეს 5 გრამ ბიომიცინს. დაუშვებელია თევზის ჩაყურსვა ხსნარში. ქლორტეტრაციკლინის გამოყენება რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვანის დასამუსავებლად დაუშვებელია.
ნისტატინი ანტიბიოტიკია, რომელიც სპობს საფუვრისა და ობის სოკოებს; გამოიყენება ქლორტეტრაციკლინთან ერთად.
პიმარიცინი ანუ ნატამიცინი ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიყენება მაჭიკის ყველის ფუნგიციდური დამუშავებისათვის. ამისათვის ყველის ზედაპირს ამუშავებენ 0,4%-იანი წყალხსნარით. ნარჩენი პამარიცინის შემცველობა ყველში არ უნდა იყოს 2 მგ/კგ-ზე მეტი.
ნიზინი გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების დასაკონსერვებლად. კვების მრეწველობაში გამოიყენება ინგლისური წარმოების ნიზინი. იგი შედარებით ახალი ანტიბიოტიკია. ნიზინი სწრაფად ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ნაწლავის გრამუარყოფით მიკროფლორაზე უარყოფითად არ მოქმედებს. ნიზინი გამოიყენება ყველის ნაადრევი ამობერვის საწანააღმდეგოდ ნარჩენი სპოროვანი მიკროფლორის მოსპობის მიზნით, სტერილური რძის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად და ა. შ.
კვების მრეწველობაში გამოყენებული ანტიბოტიკები არ უნდა იყოს ტოქსიკური და არ უნდა მოქმედებდეს სურსათის  ხარისხზე. მათ უნდა ახასიათებდეს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი და ჰქონდეს ადვილი ინაქტივაციის უნარი სურსათის  თერმული დამუშავების ან შენახვისას. პროდუქტებთან ერთად ორგანიზმში არ უნდა მოხვდეს აქტიური ანტიბიოტიკის სულ მინიმალური რაოდენობაც კი, რადგანაც ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს პათოგენური მიკრობების მდგრადი ფორმების წარმოქმნა. ამას გარდა, აქტიური ანტიბიოტიკებიანი სურსათის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ჩვეულებრივი, ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში.



#HACCP #HACCPსისტემა #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი 

logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი