ხილისა და ბოსტნეულის შეძენისას ბევრ მომხმარებელს უჩნდება კითხვა: რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი და ხომ არ შეიცავს ის პესტიციდების ნარჩენებს?
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც გვესმის ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებების ჭარბი გამოყენების შესახებ და მათი შესაძლო ნეგატიური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პესტიციდები სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოიყენება და მათი მთავარი დანიშნულება მცენარეების მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვაა. ინსექტიციდები გამოიყენება მწერების წინააღმდეგ, ფუნგიციდები - სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ, ხოლო ჰერბიციდები - სარეველების გასაკონტროლებლად. მათი გამოყენება ხელს უწყობს მოსავლის შენარჩუნებას და დანაკარგების შემცირებას. FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მავნებლებისა და მცენარეთა დაავადებების გამო იკარგება.
პესტიციდების გამოყენებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს. მცენარის ზოგიერთი დაავადება და, განსაკუთრებით, ობით დაზიანება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიკოტოქსინების წარმოქმნასთან. მიკოტოქსინები ბუნებრივი წარმოშობის ტოქსიკური ნივთიერებებია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება იყოს. შესაბამისად, მცენარეთა დაცვა გარკვეულ შემთხვევებში არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობის შენარჩუნებას, არამედ სურსათის უსაფრთხოებასაც უკავშირდება.
მეორე მხრივ, პესტიციდები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია და მათი არასწორი ან ჭარბი გამოყენება ჯანმრთელობისა და გარემოსთვის რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მათი გამოყენება მკაცრად რეგულირდება. პესტიციდის ბაზარზე დაშვებამდე ხდება მისი შეფასება და რეგისტრაცია, ხოლო გამოყენებისთვის ნებადართული პრეპარატები შესაბამის სახელმწიფო კატალოგშია შეტანილი. თითოეული პრეპარატისთვის განსაზღვრულია გამოყენების პირობები, მათ შორის დოზა, დასამუშავებელი კულტურა და მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი.
რამდენად ხშირად გვხვდება პესტიციდების ნარჩენები რეალურ პროდუქტებში?
ამის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მონაცემები ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანოს, EFSA-ს, ყოველწლიური მონიტორინგის ანგარიშებიდან გვაქვს. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის კოორდინირებული მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში შემთხვევით შერჩეული 13 246 ნიმუშიდან დაახლოებით 70%-ში პესტიციდის რაოდენობრივად გაზომვადი ნარჩენი საერთოდ არ აღმოჩნდა. დაახლოებით 28%-ში ნარჩენი აღმოჩნდა, თუმცა კანონით დადგენილ ზღვარს არ აღემატებოდა, ხოლო დაახლოებით 1% აღმოჩნდა კანონით დადგენილ ზღვარზე მეტი.
გარდა შემთხვევითი შერჩევისა, ევროკავშირში ტარდება რისკზე დაფუძნებული მიზნობრივი მონიტორინგიც. 2023 წელს ასეთი მიდგომით აღებულ 132 793 ნიმუშში შეუსაბამობა დაახლოებით 2% იყო. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მიზნობრივი კონტროლის დროს ყურადღება ხშირად სწორედ იმ პროდუქტებზეა გამახვილებული, რომლებშიც პრობლემის აღმოჩენის ალბათობა უფრო მაღალია. EFSA-ს საერთო შეფასებით, ევროპის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის საკვებიდან პესტიციდების მიღებით გამოწვეული დიეტური რისკი ძალიან დაბალია.ევროკავშირის სტატისტიკა პირდაპირ საქართველოს ბაზარზე ვერ გავრცელდება, თუმცა ის კარგად გვიჩვენებს, როგორ მუშაობს ფართომასშტაბიანი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემა.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სიტყვა „ორგანული“ ავტომატურად არ ნიშნავს „პესტიციდების გარეშე“. ორგანულ მეურნეობაშიც შეიძლება გამოყენებული იყოს გარკვეული ბუნებრივი წარმოშობის მცენარეთა დაცვის საშუალებები. შესაბამისად, ორგანული პროდუქტი შეიძლება საშუალოდ ნაკლებ სინთეზურ პესტიციდის ნარჩენს შეიცავდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასში ნებისმიერი ნარჩენის არსებობა შეუძლებელია. ამიტომ მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, არის თუ არა პროდუქტი შესაბამისი წესით სერტიფიცირებული.
რაც შეეხება თავად მომხმარებელს, პესტიციდებთან დაკავშირებული რისკის შესამცირებლად რთული პროცედურების შესრულება საჭირო არ არის. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი ჩვევაა ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა სუფთა, გამდინარე წყლის ქვეშ. რეცხვა ხელს უწყობს ზედაპირზე არსებული მტვრის, ჭუჭყის, ზოგიერთი მიკროორგანიზმისა და ზედაპირზე დარჩენილი პესტიციდების ნაწილის მოცილებას. ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად საყოფაცხოვრებო საპნის ან ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ასეთი ნივთიერებების ნარჩენები თავად შეიძლება გახდეს არასასურველი ქიმიური ზემოქმედების წყარო.
ზოგიერთი პესტიციდი მხოლოდ პროდუქტის ზედაპირზე არ რჩება და მცენარის ქსოვილებში აღწევს. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი რეცხვა მისი სრულად მოცილების საშუალებას ვერ მოგვცემს. ასევე შესაძლებელია, გარკვეულ პროდუქტებში გარე ფენის ან კანის მოცილებამ ნარჩენების რაოდენობა კიდევ უფრო შეამციროს. მაგალითად, ვაშლის გათლა ან კომბოსტოს გარე ფოთლების მოცილება გარკვეული ნარჩენების შემცირებას ხელს უწყობს. თუმცა, კანის მოცილებას თავისი მინუსიც აქვს, ამ პროცესში შესაძლოა ბოჭკოსა და ზოგიერთი სასარგებლო ნივთიერების ნაწილიც დავკარგოთ. შესავამისად, საუკეთესო მიდგომად ითვლება პროდუქტის საფუძვლიანად გარეცხვა და საჭიროების შემთხვევაში მისი გათლა.
თუ ხილსა და ბოსტნეულს თავად ზრდით, პესტიციდების გამოყენებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტრუქციის დაცვა. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატები, დაიცვათ ეტიკეტზე მითითებული დოზა და მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი. პესტიციდის უფრო დიდი რაოდენობით გამოყენება უკეთესი დაცვის გარანტიას არ იძლევა და შესაძლოა, პირიქით, პროდუქტში ნარჩენების რაოდენობა გაზარდოს. სასურველია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდების გამოყენებაც, მათ შორის მექანიკური კონტროლი, გამძლე ჯიშების შერჩევა, მავნებლების მონიტორინგი და პესტიციდის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოყენება.
საბოლოოდ, პესტიციდების არსებობა ხილსა და ბოსტნეულში ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პროდუქტი საშიშია. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში პესტიციდები ფართოდ გამოიყენება მოსავლის დასაცავად, თუმცა მათი გამოყენება რეგულირდება და კონტროლდება. რეგისტრაცია, გამოყენების დოზები, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი, პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონეები და სახელმწიფო მონიტორინგი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მომხმარებლისთვის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
მომხმარებლისთვის კი მთავარი გზავნილი მარტივია: ხილისა და ბოსტნეულის მიღებაზე უარის თქმა მათში სავარაუდო პესტიციდების არსებობის გამო არ არარელევანტურია. მათი ჯანმრთელობისთვის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება პესტიციდების ნარჩენებთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს, როდესაც პროდუქტი წარმოებული და კონტროლდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
წყაროები:
დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების მეთოდების, მიღებ...
გაიგე მეტითუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ ჩვენი მომსახურება "HACCP სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...
გაიგე მეტიისო 9001 - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...
გაიგე მეტიISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...
გაიგე მეტიISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...
გაიგე მეტიISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...
გაიგე მეტიISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...
გაიგე მეტიისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით ისო 5000...
გაიგე მეტიხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...
გაიგე მეტი