დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ქათმის ხორცი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი

სისუფთავე
სათანადო დასუფთავების პრაქტიკა ყველაზე ეფექტური გზაა ბაქტერიების სამზარეულოში მოხვედრის თავიდან ასარიდებლად.
• ხელების დაბანა- ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში სურსათის მიღებამდე და ხორცის, ფრინველის, კვერცხისა და ზღვის პროდუქტებთან შეხების შემდეგ.
• გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი. გაწმინდეთ და გაასუფთავეთ სამუშაო ზედაპირები,დანადგარები, საჭრელი დაფები და ჭურჭელი სადეზინფექციო ხსნარით (5 მლ ან 1 ჩ/კ ხსნარი 750 მლ ან 3 ჭიქა წყალზე), საჭმლის მომზადებამდე და მის შემდეგ.
• გარეცხეთ თქვენი პროდუქტი. ჭუჭყისა და ნარჩენების მოსაშორებლად  პროდუქტი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ზოგიერთი პროდუქტი უფრო მეტ ჭუჭყს ინარჩუნებს, ვიდრე სხვები, ამიტომ დარწმუნდით და  ყურადღებით შეამოწმეთ, რათა თავიდან აიცილოთ ჭუჭყიანი სურსათი.
• გარეცხეთ ლანჩის ყუთები ყოველ საღამოს. ლანჩის ყუთებსა და კონტეინერებს შეუძლიათ ბაქტერიების ინკუბაცია, თუ არ იქნებიან სუფთა მდგომარეობაში. გარეცხეთ ისინი ყოველ საღამოს.

განცალკევება
ნედლი ხორცის, ფრინველისა და ზღვის პროდუქტების არასათანადო მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი დაბინძურება, რომელიც გულისხმობს ბაქტერიების გავრცელებას ერთი სურსათიდან მეორე სურსათზე ან სხვა ზედაპირებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ნედლი ხორცის, ფრინველისა და ზღვის პროდუქტების განცალკევება .
• გამოიყენეთ ორი საჭრელი დაფა. ერთი საჭრელი დაფა გამოიყენეთ სხვა პროდუქციისთვის და მეორე- ხორცისთვის. თუ ერთდროულად ერთზე მეტ ხორცის პროდუქტს ამზადებთ, შეინახეთ ისინი ცალკე-ცალკე, კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფა ორივეს მომზადებას შორის. 
• ნედლი ხორცი, ფრინველი და თევზი შეინახეთ დალუქულ კონტეინერში თქვენი მაცივრის ქვედა თაროზე, რათა თავიდან აიცილოთ მათი წვენით სხვა სურსათის დაბინძურება. 
• შეინახეთ თეფშები სუფთად. არასოდეს დააბრუნოთ თერმულად დამუშავებული სურსათი იმ თეფშზე ან საჭრელ დაფაზე, სადაც მანამდე იყო ნედლი სურსათი.

გაციება 
• შედგით მაცივარში ან გაყინეთ ორი საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ნედლი სურსათი, განსაკუთრებით ხორცი, ფრინველი და ზღვის პროდუქტები, დროულად შეინახოთ მაცივარში. მაცივარში შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმუმ +4°C, ხოლო საყინულეში -18°C.
• არ გაალღოთ ხორცი ოთახის ტემპერატურაზე. გალღობის უსაფრთხო/უვნებელი მეთოდებია: მაცივარში გალღობა, მიკროტალღურ ღუმელში ან ცივ წყალში, ცივი წყლით გალღობისას აუცილებლად შეცვალეთ წყალი ყოველ 30 წუთში.
• გაყინეთ სწორად. ცალკეული ნაწილები დაგრინეთ და ისე გაყინეთ, ამოიღეთ რაც შეიძლება მეტი ჰაერი დალუქვამდე. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს გალღობილი ქათმის გემოს, არამედ გაადვილებს ცალკეული ნაჭრების გალღობას საჭიროებისამებრ.
• თვალი ადევნეთ პროდუქტის თარიღს. მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის შეინახეთ ინგრედიენტი მაცივარში ან საყინულეში, რათა იცოდეთ როდემდე აქვს ვადა. ახალი ქათმის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო დანაწევრებული ქათამი უნდა გამოიყენოთ ერთი დღის განმავლობაში. საყინულეში ქათმის ნაჭრები შეიძლება ინახებოდეს გაყინულ მდგომარეობაში ექვს თვემდე, ხოლო მთელი ქათამი ერთ წლამდე.

მომზადება
  • მომზადების დრო და ტემპერატურა განსხვავდება ყველა ხორცისთვის. თერმულად დამუშავების დროს ქათმის ხორცის შუაგულის ტემპერატურა უნდა იყოს 74°C, ხოლო დაყოვნების დრო, მითითებულ ტემპერატურაზე-15 წმ.
  • გამოიყენეთ სურსათის კონტაქტური თერმომეტრი. თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ ხორცი მომზადებულია თუ არა მხოლოდ მასზე დაკვირვებით და ყველაზე საიმედო გზა, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი ქათმის არასაკმარისი ან ზედმეტად მომზადება არის ციფრული თერმომეტრი. ჩადეთ თერმომეტრი სხვადასხვა ადგილას, რათა უზრუნველყოთ თანაბარი მომზადება. ასევე დარწმუნდით, რომ თერმომეტრი ყოველთვის გარეცხილია საპნითა და წყლით, ხელახალ გამოყენებამდე.
 
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისხარისხი
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი