დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

კვერცხი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი

კვერცხის უვნებლობა ისეთი მნიშვნელოვანია,როგორც ქათმის, ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და რძის პროდუქტების შემთხვევაში. თუ კვერცხი არ არის სათანადოდ დამუშავებული, შენახული და მომზადებული,იწვევს სერიოზულ სურსათით მოწამვლას (დიარეა,პირღებინება). ფრთხილად უნდა იყოთ უმ კვერცხთან და მოერიდეთ უმი კვერცხისგან დამზადებულ სურსათს (სახლში დამზადებული მაიონეზი,ნამცხვრის კრემები,კოკტეილები,რომლებიც შეიცავენ უმ კვერცხს).
მოერიდეთ გაბზარულ და ჭუჭყიან კვერცხებს
  • ნაჭუჭზე გარედან ჭუჭყი ან ქათმის  ბაქტერიები შეიძლება შევიდნენ კვერცხში ნაპრალების მეშვეობით, რომლებიც ზოგჯერ ძალიან წვრილად ჩანს. კვერცხში მოხვედრისას ბაქტერიები შეიძლება გაიზარდოს, რაც გაზრდის დაავადების რისკს.
კვერცხის შეძენისას გაითვალისწინეთ:
•    გახსენით ყუთი და ყიდვის წინ შეამოწმეთ, რომ კვერცხი იყოს სუფთა, ბზარების გარეშე.
•    გაითვალისწინეთ, რომ უფრო დიდ კვერცხებს უფრო თხელი ნაჭუჭი აქვთ, გაბზარვის შანსი მეტია ,შესაბამისად, ბაქტერიების შეღწევისაც.
•    არ გარეცხოთ კვერცხები, რადგან სისველეში ნაჭუჭი უფრო ფოროვანი ხდება , რაც აადვილებს ბაქტერიების შეღწევას.

კვერცხის შესანახად საუკეთესო საშუალებაა შეინახოთ მაცივარში (მაქსიმუმ 6 °C-ზე),საკუთარ ყუთში:
•    კვერცხის ნაჭუჭები ფოროვანია და შეიძლება დაბინძურდეს თქვენს მაცივარში არსებული სხვა სურსათით. თუ შეინახავთ თავის ყუთში ამის ალბათობა ნაკლები იქნება.მათი შენახვა თავის ყუთში ნაკლებად ხდის ამის ალბათობას.
•    როგორც წესი,თარიღი და ვადა მითითებულია ყუთზე - თუ კვერცხებს ყუთიდან ამოიღებთ, ვერ გაიგებთ როდის გავიდა თარიღი.

მიიღეთ იგივე სიფრთხილის ზომები,რომლებსაც იღებთ  ხორცის,ქათმის,ზღვის პროდუქტებისა და რძის პროდუქტების შემთხვევაში:
•    კარგად დაიბანეთ ხელები, საფუძვლიანად გაწმინდეთ  სამუშაო ზონა და ზედაპირი, საწმენდი ტილოები და ჭურჭელი კვერცხებთან მუშაობის შემდეგ და განსაკუთრებით მაშინ,თუ გაგიტყდათ კვერცხი.
•    ცხლად მიირთვით კერძები, რომლებიც შეიცავს კვერცხს, ან სწრაფად გააგრილეთ მაცივარში და მოხმარებამდე შეინახეთ მაცივარში.

მოხარშეთ კვერცხი, სანამ ბოლომდე არ გაცხელდება
•    მოხარშეთ კვერცხი და კვერცხის შემცველი სურსათი, სანამ ბოლომდე არ მოხდება მათი გაცხელდება.
•    კვერცხის მოხარშვა საფუძვლიანად კლავს ბაქტერიებს, მაგრამ ბაქტერიებს შეუძლიათ გადარჩენა, თუ სურსათი არ მოიხარშება მანამ, სანამ ბოლომდე არ გაცხელდება.
•    რაც უფრო კარგად არის მოხარშული კვერცხი, მით ნაკლებია ბაქტერიების გადარჩენის შანსი.
•    საფუძვლიანად მოხარშული კვერცხის შემცველი სურსათი ზოგადად უსაფრთხოა. მათ შორის ნამცხვრები,ორცხობილა და ა.შ.
კვერცხი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი