დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

გლუტენი

გლუტენი იგივე წებოგვარა,მცენარეული წარმოშობის ცილაა,რომელსაც შეიცავს სხვადასხვა მარცვლეული.გლუტენის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი რაოდენობით ფერმენტები ჭირდება,ადამიანის ორგანიზმს აქვს საჭმლის მომნელებელი ფერმენტები,რომლებიც გვეხმარება სურსათის დაშლაში.პროტეაზა არის ფერმენტი, რომელიც ეხმარება ჩვენს სხეულს ცილების გადამუშავებაში, მაგრამ მას არ შეუძლია მთლიანად გლუტენის დაშლა. ადამიანების უმეტესობას უპრობლემოდ შეუძლია გაუმკლავდეს მოუნელებელ გლუტენს,მაგრამ ზოგიერთ ადამიანში გლუტენმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე აუტოიმუნური რეაქცია ან სხვა უსიამოვნო სიმპტომები.
აუტოიმუნურ პასუხს გლუტენზე ეწოდება ცელიაკია, „გლუტენის აუტანლობა“ ცელიაკიას სახელითაც არის  ცნობილი და ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. ცელიაკიამ შეიძლება დააზიანოს წვრილი ნაწლავი. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცელიაკია, მაინც ავადდება გლუტენის შემცველი სურსათის მიღების შემდეგ.

გლუტენის შემცველი პროდუქტები:
1. გლუტენის მთავარი წყარო ბურღულეულია,მათ შორის:
2. ხორბალი
3. ჭვავი
4. ქერი
5. კუსკუსი
6. მანანის ბუღული
ხშირად გლუტენს შეიცავენ პროდუქტები,რომელთა ელასტიურობასაც ხელოვნურად ზრდიან ფორმის მისაცემად,იგი შედის კეტჩუპების,საწებლების,ჩიფსის,კანფეტების,ნაყინის,სოიოს სოუსების,კარტოფილი ფრის,ვიტამინებისა და ზოგიერთ ხორც-პროდუქტების შემადგენლობაში.

გლუტენისგან თავისუფალი ბურღულეულის სახეობებია:
1. სიმინდი
2. ფეტვი
3. ბრინჯი
4. შვრია
მწარმოებელს კანონი ავალდებულებს, რომ ეტი­კეტ­ზე მი­უ­თი­თონ ყვე­ლა ალერ­გე­ნი, რაც პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. თუ გლუტენი მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი არ არი­ან, მაგ­რამ წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გამო, შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით მოხ­ვდნენ პრო­დუქ­ტში. ნე­ბის­მი­ე­რი ესეთი პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვა­ზე წა­ი­კი­თხავთ წარ­წე­რას: - "შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს გლუ­ტე­ნის კვალს“.  იმი­სათ­ვის, რომ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ი­ღოთ გლუ­ტე­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი, ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხეთ პრო­დუქ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე. ხში­რად ეს არის სიმ­ბო­ლო, გა­და­ხა­ზუ­ლი ხორ­ბლის თავ­თა­ვი­სა, ან წარ­წე­რა: "არ შე­ი­ცავს გლუ­ტენს“.

უგლუტენო სურსათი
არსებობს უამრავი ჯანსაღი სურსათი, რომელიც ბუნებრივად გლუტენის გარეშეა, მათ შორის:
1. ხორცი
2. თევზი და ზღვის პროდუქტები
3. კვერცხები
4. რძის პროდუქტები
5. ხილი
6. ბოსტნეული
7. პარკოსნები
8. თხილი
9. ცხიმები, როგორიცაა ზეთები და კარაქი
ზოგადად უკეთესია ადამიანებისთვის აირჩიონ ბუნებრივად უგლუტენო სურსათი, ვიდრე დამუშავებული უგლუტენო პროდუქტები. ისინი, როგორც წესი, დაბალია ნუტრიენტებით და მაღალია დამატებული შაქრით ან რაფინირებული მარცვლეულით. სასმელების უმეტესობა ასევე გლუტენის გარეშეა, გარდა ლუდისა, თუ არ არის ეტიკეტირებული გლუტენის გარეშე.

ცელიაკიას სიმპტომები:
1. დიარეა
2. ყაბზობა
3. დაღლილობა
4. კანის რეაქციები
5. დეპრესია და შფოთვა
6. წონის აუხსნელი კლება
7. რკინადეფიციტური ანემია
8. აუტოიმუნური დარღვევები
9. სახსრებისა და კუნთების ტკივილი.


 
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისდაცვისსტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი