დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

HACCP-ის სისტემის ზოგადი ისტორია

რა არის HACCP სისტემა, ჰასპ სისტემა?

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP, ჰასპი), სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციასა და მის აღმოფხვრას.

აბრევიატურა HACCP (ჰასპი )იშიფრება როგორც:

◼️ Hazard- საფრთხე
◼️ Analysis- ანალიზი
◼️ Critical- კრიტიკული
◼️ Control- საკონტროლო
◼️ Points- წერტილები

ისტორია:
თავდაპირველად, HACCP შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის (NASA) ეროვნული სამმართველოს პროგრამისთვის. მოგვიანებით იგი შემოღებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) Codex Alimentarius-ის კომისიის მიერ, რომელმაც გამოსცა, როგორც სტანდარტი (CAC/RCPP1-1969).

მოკლე მიმოხილვა:
HACCP-ის სისტემა არის დღეისათვის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ეფექტური სისტემა.სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სურსათი არ მიაყენებს ზიანს მომხმარებლის ჯანმრთელობას. სურსათის უვნებლობა არის სურსათში ბილოგიური, ქიმიური და ფიზიკური აგენტების ის მინიმალური მისაღები დონე, რომელიც არ არის საზიანო. HACCP-ის სისტემა - ანუ დროული და ადეკვატური შეფასება/აღმოფხვრა საფრთხეების, უზრუნველყოფს უვნებელ სურსათს.

საფრთხე შეიძლება იყოს ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური.
◼️ ბიოლოგიური: ყველა სახის მიკროორგანიზმები, რომლებმაც შეიძლება დააბინძურონ საკვები პროდუქტი.
◼️ ქიმიური: შეიძლება იყოს სადეზინფექციო ხსნარების ნარჩენები, ტოქსიკური ან მძიმე მეტალები.
◼️ ფიზიკური: მწერები, თმა, მინის ან ხის ნატეხები, სამკაული და ა.შ.

რა არის კრიტიკული საკონტროლო წერტილები ჰასპის სისტემაში?
კრიტიკულ საკონტროლო წერტილები-წარმოების ის ეტაპები სადაც ჰასპის სისტემამ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს და გამორიცხოს ზემოთ ხსენებული საფრთხეები.ჰასპის სისტემა ესაა ის სისტემა, რომელიც აკონტროლებს მთლიანად წარმოების მსვლელობას და უზრუნველყოფს უვნებელი პროდუქტის წარმოებას.

ჰასპის სისტემის დანერგვის უპირატესობები:

შიდა უპირატესობები:
◼️ სავარაუდო პრობლემის პრევენცია და არა უკვე მიღებული დეფექტების/შეცდომების გამოსწორება;
◼️ წარმოების თითოეული პროცესისათვის შემუშავებულია სათანადო კონტროლის მექანიზმი;
◼️ მართვის ორგანიზებული, სისტემური და რაციონალური ხერხი, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას.

გარე უპირატესობები:
◼️ ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება;                       
◼️ საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;
◼️ რეპუტაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

დანერგვის სირთულეები:
◼️ მენეჯმენტის და თანამშრომლების მოდნომება;
◼️ ადეკვატური ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ძალისხმევა;
◼️ თანამშრომლების რეგულარული ტრენინგი;
◼️ ჰასპის ცვლა/განვითარება დროის მანძილზე (რაიმეს ცვლილებასთან ერთად).


 

#HACCP #HACCPსისტემა #ჰასპი #ჰასპისსისტემა #ISO22000 #საფრთხისანალიზისადაკრიტიკულისაკონტროლოწერტილებისსისტემა #სურსათისუვნებლობა

logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი