ვიტამინები
ვიტამინები არიან კომპლექსური ორგანული მოლეკულები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესში, ზრდასა და განვითარებისთვის, აგრეთვე უჯრედული ფუნქციის რეგულირებისათვის. ვიტამინები არსებობს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის..ბევრ ქვეყანაში იწარმოება ვიტამინებით გამდიდრებული სურსათი როგორიც არის: პური, ბურღულეული, ფქვილი, რძე, მარგარინი, ჩვილის სურსათი, სოიოს რძე, ფორთოხლის წვენი, მარილი და სხვა.
ვიტამინები იყოფა ორ კატეგორიად: ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, D, E, K) და წყალში ხსნადი ვიტამინები (C, B1, B2, B6, B12, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა და ბიოტინი). ორგანიზმში არ ინახება დიდი ხნის მანძილზე წყალში ხსნადი ვიტამინები, ცხიმში ხსნადი ვიტამინები კარგად მოინელება ცხიმთან ერთად და ინახება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილებში.
A ვიტამინი-სრულებს არსებით როლს მხედველობაში, ზრდასა და განვითარებაში, იმუნურ ფუნქციასა და რეპროდუქციაში. A ვიტამინის დეფიციტი იწვევს ბევრ დარღვევას. მაგ. მშრალ კონიუქტივიტს, ღამის (ქათმის) სიბრმავეს, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება დამთავრდეს მხედველობის დაკარგვით, დეფექტური ძვლების და კბილების ფორმირებას. A ვიტამინის ცხოველური სურსათის წყარო არის: ღვიძლი, თევზის ცხიმი, კარაქი, კვერცხი. მცენარეული კი: სტაფილო, ბროკოლი, მანგო.ასევე იგი გამოიყენება ფარმაციაში. ბევრ ყვეყანაში A ვიტამინით ამდიდრებენ რძეს, რძის პროდუქტებს, მარგარინსა და ბურღულეულს.
D ვიტამინი-არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ჰომეოსტაზს ორგანიზმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ძლოვანი სისტემის განვითარებაში. D ვიტამინის დიდი ხნის მანძილზე დეფიციტი ბავშვებში იწვევს ძვლების დეფექტს (რაქიტი, ოსტეოპოროზი) და ხანშიშესულ ადამიანებში სმენის დაკარგვას. D ვიტამინის საკვები წყარო ძალიან მწირია, მაგრამ მისი სითეზი საკმაოდ მარტივი . შედარებით მდიდარი წყაროა: თევზის ცხიმი, კვერცხის გული, რძე და რძის პროდუქტები, სოიოს სასმელები.
E ვიტამინი-ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს დნმ-ს, პროტეინებს და უჯერ ცხიმოვან მჟავებს ოქსიდაციური დაზიანებისაგან თავისუფალი რადიკალების შემცირებით. აგრეთვე ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედში სიგნალის ტრანსდუქციაში. მას შეუძლია ხელი შეუწყოს გულის კკორონალური დაავადების პრევენციას. კვლევებმა აჩვენა რომ LDL ქოლესტერინის ოქსიდაციური ცვლილება განაპირობებს კორონალური არტერიების დაბლოკვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევები. სწორედ E ვიტამინი ამცირებს LDL ქოლესტერინის ოქსიდაციის რისკს. კატარაქტა არის დაავადება რომელიც ვითარდება თვალკის ბროლის არანორმალური ზრდით, რაც იწვევს ბუნდოვან მხედველობას. კვლევებმა აჩვენეს თვალის კატარაქტას განკურნების შემთხვევები E ვიტამინის მოხმარების შედეგად. E ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კისტური ფიბროზები (რომლებიც უარყოფითად ზემოქმედებენ ფილტვებზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე და რეპროდუქციულ სისტემაზე). მისი დეფიციტით ასევე გამოწვეულია პანკრეატიტები და ქოლეცისტიტი (ნაღვლის სადინარის დახშობა). აგრეთვე მისი დეფიციტით გამოწვეულ იქნას ატაქსია (კუნთების დაბალი კოორდინაცია, რომელსაც თან სდევს კანკალი).
E ვიტამინის საკვები წყარო არის მცენარეული ზეთი, თხილი, მიწის თხილი, ნუში, ბოსტნეულის მწვანე ფოთლები, ბურღულეული.
K ვიტამინი-მას ასევე ასევე ეწოდება კოაგულაციის ვიტამინი. იგი წარმოიქმნება კუჭნაწლავის ტრაქტში ბაქტერიის მიერ. ფუნქცია და დეფიციტი: K ვიტამინი აკონტროლებს სისხლის შედედების პროცესს, იგი აუცილებელია ღვიძლში იმ პროტეინების წარმოქმნისათვის, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის შედედების პროცესს. K ვიტამინი აგრეთვე ჩართულია ძვლების ფორმირების პროცესში.
K ვიტამინის საკვები წყარო ავოკადო,ხილი (მოცვი,ყურძენი,ვაშლი) მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი