დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

სურსათი/საკვებდანამატები/ინფორმაცია სურსათის შესახებ

ყოველ სასურსათო პროდუქტს აქვს მისთვის დამახასიათებელი თვისებები, მათ შორის, გემო, არომატი, ფერი, კონსისტენცია და ა.შ. ამ თვისებების გაძლიერების ან მინიჭებისთვის სურსათს უმატებენ საკვედანამატებს, რაც პროდუქტს უფრო მიზმიდევლს ხდის მომხმარებლისთვის. 
საკვებდანამტი არის ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელთა დამატება ადამიანისთვის განკუთვნილ საკვებში რეგულირდება კანონმდებლობით და რომელიც გამოიყენაბა წარმოების ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების, პროდუქტისთვის სასურველი თვისებების ნიჭებისთვის, შენახვის ვადის გახანგრძლივებისთვის და კერძის მომზადებისთვის საჭირო დროის შემცირებისთვის. 
საკვებდანამატები იყოფა 3 ნიშნის მიხედვით: ფუნციური დანიშნულება, მიღების წყარო და ქიმიური აღნაგობა.
არსებობს საკვებდანამეტების საერთო კლასიფიკაცია, შესაბამისი კოდების მიხედვით. თითოეულ საკვედანამტს მინიჭებული აქვს სამნიშნა ან ოთხნიშნა რიცხვი და ნიშანი E.    
◾️  E -100-182: სურსათის საღებავები;
◾️  E-200-299: კონსერვანტები (ხელს უშლის სურსათის გაფუჭებას);
◾️  E-300-399: ანტიოქსიდანტები, მჟავიანობის რეგულატორები, ანტიდამჟანგველები (აჩერებენ ცხიმების დაჟანგვის პროცესს);
◾️  E-400-499: სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ჟელეწარმომქნელები, ემულგატორები (პროდუქტისთვის კონსისტენციის მინიჭება);
◾️  E-500-599: PH-ის რეგულატორები, გამაფხვიერებლები (ხელს უშლის კოშტების წარმოქმნას და პროდუქტის ტექსტურის გაუარესებას.);
◾️  E-600-699: გემოსა და არომატის გამაძლიერებლები;
◾️  E-700-799: ანტიბიოტიკები (აჩერებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-განვითარებას);
◾️  E-800-899: სათადარიგო ინდექსები;
◾️  E-900-999: გასაპრიალებელი/გასაგლუვებელი, მოსაჭიქურებელი დანამატები, აირები, ქაფწარმოქმნის შემამცირებლები, დამატკბობელი ნივთიერებები. (აუმჯობესებენ პროდუქტის ხარისხს);
◾️  E-1100-1599: დამატებითი დანამატები, ახალი ქიმიკატები, რომლებიც სტანდარტულ კლასიფიკაციაში ვერ ხვდებიან. (ამილაზა, ლიპაზა, ეთანოლი, ინვერტაზა და ა.შ.
მიღების წყაროს მიხედვით არსებობს, სინთეზური, ნახევრადსინთეზური (ბუნებრივი ნივთიერებების მოდიფიცირებით მიღებული) და ბუნებრივი საკვებდანამატები.
ქიმიური აღნაგობის მიხედვით არის არაორგანული და ორგანული ნაერთები.
ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით არსებობს 4 ძირითადი კატეგორია
◾️  დამხამე ტექნოლოგიური დანამატები - წარმოების ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად;
◾️  სასურველი ორგანოლეპტიკური თვისებების მიმნიჭებელი;
◾️  ვარგისინობის ვადის გამახანგრძლივებლები;
◾️  ნუტრიციოლოგიური დანამატი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა ფუნქციონალური სურსათი, რომელიც არის გამდიდრებული სხვადასხვა ნივთიერებებით და რომელსაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისათის ჰქონდეს პეტენციურად სასარგებლო ეფექტი. აქვე, ნუტრაცევტიკალი არის სურსათიდან გამოყოფილი და გასუფთავებული პროდუქტი, რომელიც იყიდება წამლის ფორმით და დამტკიცებულია, რომ აქვს ქრონიკული დაავადებების მიმართ დადებითი ეფექტი. ფუნქციონალური სურსათი ჩვეულბრივი სურსათია, რომელსაც შესაძლოა ვიღებდეთ ყოველდღიური რაციონის ნაწილად.
არსებობს სურსათის 4 ძირითადი კლასიფიკაცია:
◾️  ჩვეულებრივი ანუ ბუნებრივი სურსათი - ბუნებაში მოიპოვება და წარმაოდგენს ფუნქციონალური სურსათის ბაზისს;
◾️  მოდიფიცირებული სურსათი - გამდიდრებული სურსათი, რომელშიც შემავალი ნუტრიენტების კონცენტრაცია ხელოვნურად არის გაზრდილი;
◾️  სამედიცინო სურსათი - სურსათი, რომელიც გაიცემა რეცეპტით და დანიშნული უნდა იყოს მხოლოდ ექიმის მიერ;
◾️  ცალკეული კვებითი რაციონის სურსათი - მსგავსია სამედიცონო სურსათის, თუმცა ხელმისაწვდომია კომერციულად და არ საჭიროებს ექიმის ზედამხეველობას. 
ფუნქციონალური სურსათის შექმნისას უნდა გვახსოვდეს, რომ სურსათში მინერალური ნივთიერებისა და ვიტამინების მინიმალური და მაქსიმალური მნიშნელობები უნდა განისაზღვრებოდეს  მათი აბსოლუტური შემცველობის მიხედვით.
საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად ნებადართულია მხოლოდ იმ მინერალებისა და ვიტამინების დამატება, რომელთა უვნებლობაც განსაზღვრულია რისკის შეფასების საფუძველზე. 
საკვებდანამატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები: 
◾️ ყოველ მათგანს უნდა ჰქონდეს ძლიერგამოხატული ფუნციური თვისება (ძლიერი  მღებავი, ძლიერი სპეციფიური სუნი, ძლიერი მაემულგირებელი და ა.შ.);
◾️ უნდა იყოს არატოქსიკური;
◾️ უნდა იყოს სტაბილური და მდგრადი გარემო პირობების მიმართ;
◾️ მათი წარმოება უნდა იყოს მარტივი;
◾️ უნდა იყოს ბაზარზე ხელმისაწვდომი და დაბალი თვითღირებულების.
სურსათის შესახებ ინფორმაცია არსებითად მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
მომხამრებლისთვის სურსათის შესახებ წარსადგენი ინფორმაცია განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ. ეს ინფორმაცია უნდა იყოს მარტივად აღქმადი და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. 
ეტიკეტი არის სურსათის შეფუთვაზე ან ტარაზე წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, სასაქონლო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება.
ეტიკეტისგან განსხვავებით სურსათის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო მცნებაა და ის მომხამრებელს წარედგინება, როგორც ეტიკეტის, ისე რეკლამის, შესაფუთი მასალის, ინტერნეტის, საინფორმაციო ბანერის, ბუკლეტის, ვერბალური კომუნიკაციის და სხვა საშუალებების გამოყენებით.
სურსათის შესახებ ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:
◾️ სურსათის დასახელება;
◾️ სავალდებულო თანმხლები მონაცემები, რომლებიც დასახელებასთან ერთად უნდა მიეწოდოს მომხმარებელს (სურსათის ფიზიკური მდგომარეობის ან დამუშავების მეთოდის აღწერა მაგ: დაფქვილი, შებოლილი, გაყინული, კონცენტრირებული, მშრალი, აღდგენილი და სხვა.);
◾️ ინგრედიენტები;
◾️ სურსათის ნეტო/სუფთა წონა;
◾️ ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება....მდე“ თარიღის აღნიშვნა - ვარგისიანობის მინიმალური ვადა არის დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, შენახვის სათანადო პირობების დაცვისას სურსათი ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს, ხოლო სურსათზე, რომელიც მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით არის სახიფათო, უნდა განთავსდეს „გამოიყენება...მდე“ თარიღი;
◾️ შენახვის ან გამოყენების განსაკუთრებული პირობები;
◾️ წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი;
◾️ გამოყენების ინსტრუქცია;
◾️ სასმელებისთვის სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაციის მითითება;
◾️ კვებითი ღირებულება;
◾️ დამზადების თარიღი და პარტიის ნომერი.




#HACCP #ISO22000 #სურსათისხარისხი #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი