დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა
iso 9001:2015  სისტემის შემუშავება და დანერგვა
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

iso 9001:2015 სისტემის შემუშავება და დანერგვა

ხარისხის მენეჯმენტის სისტემების შემუშავება თითოეული ორგანიზაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტლებაა, რომელიც მათ ეხმარება გააუმჯობესონ მიერ გაწეული მომსახურების ან წარმოებული პროდუქციის ხარისხი.

რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა?

მენეჯმენტის სისტემის დანერგვის სარგებელი მიიღება მომხმარებლის სურვილების და მოლოდინების განსაზღვრის და მაქსიმალურად დაკმაყოფილების გზით, რის შედეგადაც მიიღწევა

შეკვეთების გაზრდილი რაოდენობა;

ორგანიზაციის ამაღლებული რეპუტაცია;

მომხმარებელთა გაფართოებული ბაზა;

გაზრდილი შემოსავლები და საბაზრო წილი;

ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდა;

ორგანიზაციული კოორდინაციის ზრდა;

ორგანიზაციის მდგრადი მმართველობა.

ორგანიზაციისთვის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის სარგებელია:

უნარი, მუდმივად აწარმოოს პროდუქტი და გაწიოს მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და  შესაბამისობაშია ნაციონალურ და საერთაშორისო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან;

ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენება მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მუდმივად გასაუმჯობესებლად;

ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვა;

უნარი შეიმუშაოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემები.

ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?ისო 9001:2015 არის სტანდარტი, რომელიც არ აწესებს კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებსა და აქტივობებთან დაკავშირებით. ისო 9001:2015 სტანდარტი წარმატებას მოუტანს და დაეხმარება განვითარებაში როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ასევე მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს განურჩევლად მათი ზომისა თუ საქმიანობისა. აღნიშნული სტანდარტი შეთავსებადია სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უფრო ხელსაყრელს და სასურველს ხდის მას.