ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ქრისტინე ჯულაყიძე საუბრობს თემაზე: "სურსათის უვნებლობის საფრთხეები და მათი თავიდან აცილების გზები".
- თუ საკვებს სახლში თავად აკონსერვებთ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელები, კონტეინერები და ჭურჭელი მაქსიმალურად სუფთაა. გულდასმით გაასუფთავეთ და შეინახეთ საკვები, რათა დაბინძურების შანსები შეამციროთ.
- ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა. ძირითადად, ავადდებიან შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები, კერძოდ: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანი ცხოველები, ღორი და ა.შ.
ჯილეხის პრევენცია: იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჯილეხით ინფიცირება, აუცილებელია ცხოველის დროული ვაქცინაცია!