დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

როგორ გავყინოთ ხილი და ბოსტნეული?

როდესაც ხილისა და ბოსტნეულის სეზონია,სწორედ ამ დროს აქვთ მათ  საუკეთესო გემო და, როგორც წესი, ყველაზე იაფი ღირს. ამიტომ კარგი იდეაა იცოდეთ ხილისა და ბოსტნეულის სწორად გაყინვა, რათა სეზონის დასრულების შემდეგ დატკბეთ მათი გემოთი . 
როგორ გავყინოთ ხილი?
  • აირჩიეთ მწიფე და უნაკლო პროდუქტი.
  • კარგად გარეცხეთ ხილი
  •  გაყავისფერებისკენ მიდრეკილი ხილისთვის, როგორიცაა ვაშლი, ატამი, ვაშლატამა და გარგარი, დაამუშავეთ ასკორბინის მჟავით (ვიტამინი C). მომზადების წესი: გახსენით 1/2 ჩაის კოვზი ასკორბინის მჟავის ფხვნილი (ან წვრილად დაქუცმაცებული C ვიტამინის ტაბლეტები) 3 სუფრის კოვზ წყალში. ეს ნარევი დაასხით დაჭრილ ხილს. მისაღები შემცვლელი: დაჭერით ხილი და ჩაყარეთ ნაჭრები მჟავე წყლის აბაზანაში - დაახლოებით ერთ ლიტრ წყალს დაუმატეთ  ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი - გაშრობამდე და გაყინვამდე.
  •  მარწყვის ან ჟოლოს მსგავსი ნაზი კენკრის გასაყინად: დაალაგეთ ისინი ერთ ფენად ლანგარზე.
  • გაყინვის შემდეგ გადაიტანეთ დათარიღებულ  საყინულე ჩანთაში ან კონტეინერში.
როგორ გავყინოთ ბოსტნეული?
  • აირჩიეთ მწიფე და უნაკლო პროდუქტი.
  • ბოსტნეულის გაყინვამდე ბოსტნეულს გაუკეთეთ ბლანშირება და შოკი: სუფთა ბოსტნეული მოხარშეთ (3-5 წუთის განმავლობაში),გადაწურეთ და ჩადეთ ყინულიან წყალში(რათა თავიდან აიცილოთ ბოსტნეულის მოხარშვა).ბლანშირება ხელს უშლის ფერმენტებს ფერის, გემოსა და ნუტრიენტების დაკარგვისგან. ბლანშირება ასევე ანადგურებს მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეიძლება დარჩეს პროდუქტის ზედაპირზე.
  • კარგად გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით დაფარულ ტაფაზე
  • ერთ ფენად გადაანაწილეთ ბოსბოსტნეული ლანგარზე. 
  • გაყინვის შემდეგ გადაიტანეთ დათარიღებულ საყინულე ჩანთაში ან კონტეინერში.
შეფუთვა
  • ხილისა და ბოსტნეულის გასაყინად შეფუთვის გასაღები არის შეფუთვის შიგნით ტენიანობის შენარჩუნება და ჰაერის არარსებობა,ჰაერთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს გემოსა და ფერის ცვლილება. ჩააწყვეთ ხილი და ბოსტნეული ჰერმეტულ დახურულ კონტეინერებში ან საყინულე ჩანთებში და რაც შეიძლება მეტი ჰაერი ამოიღეთ.
  • საყინულეში სურსათის შედებამდე რამდენიმე საათით ადრე დააყენეთ საყინულე ყველაზე ცივ რეჟიმზე.  არ გადატვირთოთ საყინულე (ეს შეანელებს გაყინვის პროცესს).



როგორ გავყინოთ ხილი და ბოსტნეული?