დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ISO 22000:2018-ის სისტემა

ISO 22000 — სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა
მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ დაინახა უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, ასევე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები. ეს ფაქტორები გავლენას ახდენდნენ, სურსათის წარმოებაზე, გადამუშავებასა და გაყიდვაზე. ქვეყნებმა მიიღეს სურსათის უვნებლობის შესახებ კანონები, კომპანიებმა დაიწყეს მეცნიერული მეთოდების გამოყენება, რათა სურსათი უფრო უსაფრთხო იყოს, ტექნოლოგიებმა უზრუნველყო უკეთესი შეფუთვა და მოგვცა ხარისხის გარანტია, საზოგადოების ცნობიერება მკვეთრად გაიზარდა. საერთო ჯამში, სურსათი გახდა უფრო უვნებელი და ჯანსაღი.

მიუხედავად ამ ყველაფერისა, 21-ე საუკუნეში ბევრი გამოწვევაა. ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შეფასებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება და 420 000 ათასი იღუპება საფრთხისშემცველი სურსათის მიღებით. გლობალიზაცია და მიწოდების რთული ჯაჭვები კონტროლსა და მიკვლევადობას უფრო ართულებს. კლიმატის ცვლილება, პირდაპირ და ირიბ გამოწვევებს წარმოადგენს სურსათის უვნებლობისთვის. ამ ყველაფერში სურსათის მწარმოებლებს მოუწევთ ახალი გამოწვევების დაძლევა და ახალი მოლოდინების დაკმაყოფილება.

ISO 22000 არის აქ, რათა დაეხმაროს მათ შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოება და მათი მომხმარებლების კეთილდღეობა.

ISO 22000-ზე დაფუძნებულ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას (FSMS) შეუძლია არა მხოლოდ  გააუმჯობესოს სურსათის მწარმოებლების მიერ მიღებული ზომები, სურსათით გამოწვეული დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ, მას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს მათი სანდოობა და გაზარდოს მომხმარებლის ცნობიერება სურსათის უვნებლობის შესახებ.

რა არის ISO 22000?
ISO 22000 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც სურსათის უვნებლობის მართვის სისტემისთვის არის საჭირო. ISO 22000-ზე დაფუძნებული FSMS (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა)  სურსათის მწარმოებლებს სთავაზობს სტრუქტურიზებულ მიდგომასა და აუცილებელ პროცესებს,რათა უსაფრთხოდ აწარმოონ პროდუქტები და სერვისები. როგორც FSMS-ის ნაწილი, ISO 22000 მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, რისკზე დაფუძნებული მიდგომის განხორციელებას, წინასწარი პროგრამების შექმნასა და შენარჩუნებას,საფრთხის კონტროლის გეგმებს (OPRPs(ოპერატიული წინასწარი პროგრამები) და CCPs(კრიტიკული საკონტროლო წერტილები)), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემისა და სურსათის უვნებლობის მუშაობის მონიტორინგსა და მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიებასა და რეალიზებას.

ISO 22000 მხარს უჭერს პროცესის მიდგომას, რომელიც აერთიანებს გეგმის შესრულების შემოწმებას PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე)ციკლს და რისკზე დაფუძნებულ აზროვნებას, ორგანიზაციულ და ოპერაციულ დონეზე. ორგანიზაციებმა, რომლებიც ცდილობენ ISO 22000-ზე დაფუძნებული FSMS-ის განხორციელებას, უნდა ჩამოაყალიბონ სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და დაადგინონ სურსათის უვნებლობის მიზნები. პოლიტიკა და მიზნები უნდა ჩამოყალიბდეს უმაღლესი მენეჯმენტის მიერ და მიკვლევადობის სისტემა უნდა განხორციელდეს პროდუქციის კვალდაკვალ მიწოდების ჯაჭვის მეშვეობით.

ISO 22000-ის მოთხოვნები ზოგადია და ვრცელდება სასურსათო ჯაჭვის ყველა ორგანიზაციაზე, მიუხედავად მათი ზომისა და სირთულისა. ISO 22000 შემუშავებულია HLS-ის (მაღალი დონის სტრუქტურა) მიხედვით, ის შეესაბამება ISO მართვის სისტემის სხვა სტანდარტებს. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გააერთიანონ FSMS სხვა მართვის  სისტემებთან, როგორიცაა ISO 9001-ზე დაფუძნებული QMS (ხარისხის მართცის სისტემა),ISO 14001-ზე დაფუნებული EMS (გარემოს მართვის სისტემა) და ა.შ. გარდა ამისა, ISO 22000 მოუწოდებს ორგანიზაციებს ასევე მიიღონ სხვა რეკომენდაციები, სპეციფიკაციები ან მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის უვნებლობასთან ან კონკრეტულ სურსათის სექტორებთან, რომლებსაც შეუძლიათ  წვლილი შეიტანონ სურსათის უვნებლობის მიზნების მიღწევაში.

ISO 22000-ის სარგებელი სურსათის მწარმოებლებისთვის
FSMS-ის დანერგვამ შეიძლება სარგებელი მოუტანოს  სურსათის მწარმოებლებს, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი სურსათის უვნებლობა. ის უზრუნველყოფს ადეკვატური კონტროლისა და პროცედურების გამოყენებას სურსათის უვნებლობისთვის.
                               
                               
რატომ არის ISO 22000 თქვენთვის მნიშვნელოვანი?
კვების მრეწველობის კომპანიები ემზადებიან 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შესახვედრად, მათ დასჭირდებათ მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხოებას,მათ მოუწევთ შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ მომხმარებელთა კმაყოფილება და ნდობა.ამ კომპანიებს სჭირდებათ კომპეტენტური პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ ზომები სურსათის უვნებლობის სისტემის შექმნის,განხორციელებისა და აუდიტის.

ISO 22000:2018-ის სისტემა