ISO 22000 — სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა
მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ დაინახა უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, ასევე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები. ეს ფაქტორები გავლენას ახდენდნენ, სურსათის წარმოებაზე, გადამუშავებასა და გაყიდვაზე. ქვეყნებმა მიიღეს სურსათის უვნებლობის შესახებ კანონები, კომპანიებმა დაიწყეს მეცნიერული მეთოდების გამოყენება, რათა სურსათი უფრო უსაფრთხო იყოს, ტექნოლოგიებმა უზრუნველყო უკეთესი შეფუთვა და მოგვცა ხარისხის გარანტია, საზოგადოების ცნობიერება მკვეთრად გაიზარდა. საერთო ჯამში, სურსათი გახდა უფრო უვნებელი და ჯანსაღი.
მიუხედავად ამ ყველაფერისა, 21-ე საუკუნეში ბევრი გამოწვევაა. ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შეფასებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება და 420 000 ათასი იღუპება საფრთხისშემცველი სურსათის მიღებით. გლობალიზაცია და მიწოდების რთული ჯაჭვები კონტროლსა და მიკვლევადობას უფრო ართულებს. კლიმატის ცვლილება, პირდაპირ და ირიბ გამოწვევებს წარმოადგენს სურსათის უვნებლობისთვის. ამ ყველაფერში სურსათის მწარმოებლებს მოუწევთ ახალი გამოწვევების დაძლევა და ახალი მოლოდინების დაკმაყოფილება.
ISO 22000 არის აქ, რათა დაეხმაროს მათ შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოება და მათი მომხმარებლების კეთილდღეობა.
ISO 22000-ზე დაფუძნებულ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას (FSMS) შეუძლია არა მხოლოდ გააუმჯობესოს სურსათის მწარმოებლების მიერ მიღებული ზომები, სურსათით გამოწვეული დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ, მას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს მათი სანდოობა და გაზარდოს მომხმარებლის ცნობიერება სურსათის უვნებლობის შესახებ.
რა არის ISO 22000?
ISO 22000 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც სურსათის უვნებლობის მართვის სისტემისთვის არის საჭირო. ISO 22000-ზე დაფუძნებული FSMS (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა) სურსათის მწარმოებლებს სთავაზობს სტრუქტურიზებულ მიდგომასა და აუცილებელ პროცესებს,რათა უსაფრთხოდ აწარმოონ პროდუქტები და სერვისები. როგორც FSMS-ის ნაწილი, ISO 22000 მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, რისკზე დაფუძნებული მიდგომის განხორციელებას, წინასწარი პროგრამების შექმნასა და შენარჩუნებას,საფრთხის კონტროლის გეგმებს OPRPs (ოპერატიული წინასწარი პროგრამები) და CCPs(კრიტიკული საკონტროლო წერტილები)), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემისა და სურსათის უვნებლობის მუშაობის მონიტორინგსა და მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიებასა და რეალიზებას.
ISO 22000 მხარს უჭერს პროცესის მიდგომას, რომელიც აერთიანებს გეგმის შესრულების შემოწმებას PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლს და რისკზე დაფუძნებულ აზროვნებას, ორგანიზაციულ და ოპერაციულ დონეზე. ორგანიზაციებმა, რომლებიც ცდილობენ ISO 22000-ზე დაფუძნებული FSMS-ის განხორციელებას, უნდა ჩამოაყალიბონ სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და დაადგინონ სურსათის უვნებლობის მიზნები. პოლიტიკა და მიზნები უნდა ჩამოყალიბდეს უმაღლესი მენეჯმენტის მიერ და მიკვლევადობის სისტემა უნდა განხორციელდეს პროდუქციის კვალდაკვალ მიწოდების ჯაჭვის მეშვეობით.
ISO 22000-ის მოთხოვნები ზოგადია და ვრცელდება სასურსათო ჯაჭვის ყველა ორგანიზაციაზე, მიუხედავად მათი ზომისა და სირთულისა. ISO 22000 შემუშავებულია HLS-ის (მაღალი დონის სტრუქტურა) მიხედვით, ის შეესაბამება ISO მართვის სისტემის სხვა სტანდარტებს. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გააერთიანონ FSMS სხვა მართვის სისტემებთან, როგორიცაა ISO 9001-ზე დაფუძნებული QMS (ხარისხის მართცის სისტემა), ISO 14001-ზე დაფუნებული EMS (გარემოს მართვის სისტემა) და ა.შ. გარდა ამისა, ISO 22000 მოუწოდებს ორგანიზაციებს ასევე მიიღონ სხვა რეკომენდაციები, სპეციფიკაციები ან მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის უვნებლობასთან ან კონკრეტულ სურსათის სექტორებთან, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სურსათის უვნებლობის მიზნების მიღწევაში.
ISO 22000-ის სარგებელი სურსათის მწარმოებლებისთვის
FSMS-ის დანერგვამ შეიძლება სარგებელი მოუტანოს სურსათის მწარმოებლებს, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი სურსათის უვნებლობა. ის უზრუნველყოფს ადეკვატური კონტროლისა და პროცედურების გამოყენებას სურსათის უვნებლობისთვის.
რატომ არის ISO 22000 თქვენთვის მნიშვნელოვანი?
კვების მრეწველობის კომპანიები ემზადებიან 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შესახვედრად, მათ დასჭირდებათ მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხოებას,მათ მოუწევთ შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ მომხმარებელთა კმაყოფილება და ნდობა.ამ კომპანიებს სჭირდებათ კომპეტენტური პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ ზომები სურსათის უვნებლობის სისტემის შექმნის,განხორციელებისა და აუდიტის.
#სურსათისუვნებლობისსისტემა #ISO22000 #ISOCERTIFICATION #ისო22000 #ისოტრენინგები #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი
დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების მეთოდების, მიღებ...
გაიგე მეტითუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ ჩვენი მომსახურება "HACCP სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...
გაიგე მეტიისო 9001 - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...
გაიგე მეტიISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...
გაიგე მეტიISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...
გაიგე მეტიISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...
გაიგე მეტიISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...
გაიგე მეტიისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით ისო 5000...
გაიგე მეტიხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...
გაიგე მეტი