დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ახალი სასურსათო პროდუქტის შექმნა

დღეისათვის მომხმარებლის თვითცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების პარალელურად ბიზნესოპრატორები უფრო და უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი პროდუქცია მოარგონ მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს. უვნებელ და ხარისხიან სურსათზე მოთხოვნა არსებითად მატულობს და მწარმოებლებიც მაქსიმალურად ცდილობენ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოდიფიცირებასა და გაუმჯობესებას. იზრდება სპეციალურ კვებით რაციონზე ორიენტირებული მომხმარებლების რაოდენობაც, მაგ: გლუტენისგან თავისუფალი ძეხვეეული ან პურ-ფუნთუშეული, ლაქტოზასგან თავისუფალი რძე, ნაკლები შაქრის, ცხიმისა და მარილის შემცველი სურსათი და ა.შ. 
გარდა ზემოთ ხსენებული მიზეზებისა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იქმნება ახალი სურსათი არის მიზნობრივი ბაზრის ცვლილება. სასურსათო პროდუქტი ყოველთვის უნდა იყოს მიზნობრივ ბაზართან თანხვედრაში. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ე.წ „მოსახლების დაბერება“. ინგლისსა და იაპონიაში მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლებოის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ვარაუდობენ, რომ იაპონიაში 2050 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება 90.9 წლამდე, მაშინ როცა ეს მაჩვენებლი 2000 წლისთვის 82.9 წელი იყო. 
ასაკიანი ადამიანები კარგავენ გემოს შეგრძნებას და შესაბამისად რთულია მათ მიერ სურსათის გემოსა და მისი სხვა ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების სათანადოდ აღქმა. ამის გამო, ზოგიერთი კომპანია ასაკიანი მომხმარებლისთვის აწარმოებს სპეციალურ სასურსათო პროდუქტებს, რომლებიც გამდიდრებულია ბოჭკოვანი ნივთიერებებით და  მიკროელემენტებით: რკინა, კალციუმი, კალიუმი, სხვადასხვა ვიტამინები. გარდა ამისა, მსგავსი მომხმარებლისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი სპეციფიური კონსისტენციისა და ტექსტურისაა, კერძოდ შედარებით უფრო მარტივი დასაღეჭია.
მულტიკულტურალიზმი კიდევ ერთი არსებითი მიზეზია, რის გამოც მიზნობრივი ბაზარი იცვლება. ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ განვიხილოთ, აშკარაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. სულ უფრო და უფრო მეტ აზიელ ადამინს ვხვდებით, რის გამოც ბუნებრივია იზრდება მოთხოვნა აზიურ სამზარეულოზე. როდესაც მუსულმანური რელიგიის მიმდევარ ადამიანს გარეთ სურს სასურსათო პროდუქტის შეძენა/მოხმარება, ის ეძებს ჰალალ პროდუქტებს. თბილისში გაიზარდა მსგავსი კვების ობიექტების რაოდენობა.
ახალი სასურსათო პროდუქტის შექმნის კიდევ ერთი მიზეზი ტექნოლოგიური განვითარებაა. მუდმივი ტექნოლოგიური განვითარების გამო, ბუნებრივია იქმნება წარმოების ახალი მეთოდები. მაგალითად, მიკროტალღური ღუმელის არსებობამ და მოსახლებოის მიერ მისმა აქტიურმა გამოყენებამ გაზარდა ამ ტიპის ღუმელში მოსამზადებელი პროდუქტების რაოდენობა და ტიპი, კერძოდ შეიცვალა პროდუქციის შეფუთვის ტიპი და მისი მომზადების დრო.
პროდუქტის მომზადების დროზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მეტწილად მზადაა მოხმარებისთვის და მხოლოდ რამოდენიმე მარტივი ეტაპის შესრულება შეიძლება იყოს მომხმარებლის მხრიდან საჭირო პროდუქტის უშუალო მოხმარებამდე. მაგალითად, დღისათვის უკვე საკმაო ხანია რაც ბაზარზე არსებობს წინასწარ გამზადებული პრემიქსები, რომლებსაც მხოლოდ წყლის დამატება სჭირდებათ, ან ყავის კაფსულები, რომლებიც რამოდენიმე წამში ამზადებს საბოლოო პროდუქტს ყავის აპარატის გამოყენებით. 
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გარდა, მთავარი მოტივი, რის გამოც ბიზნეოპრატორები და კომპანიები ახალ პროდუქტს ქმნიან არის კომპანიის წარმატებისა და კონკურენტუნარიანობის და აქედან გამომდინარე, შემოსავლების გაზრდა. 
ახალი სასურსათო პროდუქციის შექმნა დამოკიდებულია სხვადასხვა დისციპლინაზე. პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ მწარმოებლის წინაშე არსებული გამოწვევები. 
ტექნოლოგიური ზეწოლა:
◾️ ინოვაცია ეფუძნება ტექნოლოგიურ სიახლეებს და კვლევების შედეგებზეა დაფუძნებული.
◾️  კომპანია შესაძლოა არ ფლობდეს ინფორმაციას იმის სესახებ თუ რამდენად მოთხოვნადია პროდუქტი.
საბაზრო გავლენა:    
◾️ ინოვაცია ეფუძნება ბაზრის საჭიროებებს, მომხმარებლის მოთხოვნებს.
◾️ კომპანია აცნობიერებს ახალი მომხმარებლის მოთხოვებს და ცდილობს პროდუქტმა არეკლოს ეს. 
გარდა ამისა, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაჭრან მწარმოებლებმა პროდუქტის შექმნა/განვითარების დროს. კონკრეტულად:
◾️ ნედლეულის ღირებულება;
◾️ ნედლეულის სეზონურობა;
◾️ სურსათის სისტემის კომპლექსური ურთიერთქმედებები;
◾️ საპროცესო პირობებისა და პროდუქტის ხარისხის ურთიერთკავშირი;
◾️ პირდაპირი დამოკიდებულება პროდუქტსა და მოხამრებლის კვებას შორის;
◾️ კომპლექსური ურთიერთობა პროდუქტსა და სხვადასხვა ჯგუფის ადამინების ჯანმრთელობას შორის;
◾️ სასურსათო პროდუქტის არასტაბილურობა;
◾️ პროდუქტის უწყვეტი მიწოდება და ყიდვა.
ამასთან, პროდუქტის შექმნა/განვოთარების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს:
◾️ მომხმარებლის შეხედულებები და მათ მიერ ტრენდებზე თვალყურის დევნება;
◾️ ჯანმრთელობა და კვების რაციონი;
◾️ კულინარიული ხელოვნება;
◾️ სურსათის ფორმულირება და სენსორული ანალიზი;
◾️ წარმოება და ტექნოლოგია;
◾️ შეფუთვის ინჟინერია და გრაფიკული დიზაინი;
◾️ შენახვის ხანგრძლივობის შეფასება და ღია ინოვაცია;
◾️ გაყიდვები და სავაჭრო ურთიერთობები;
◾️ მარკეტინგი, რეკლამირება და პრომოუშენი.
ბიზნესოპრატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველი დეპარტამენტი სათანადოდ მუშაობს და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 
არსებობს სასურსათო პროდუქტის შექმნისა და გაუმჯობესების რამოდენიმე გზა:
◾️ შექმნას ინოვაციური პროდუქტი (სრულიად ახალი)
მაგ: კომპანია Mountain House-ის მიერ წარმოებული სალაშქრო სურსათი.
ამ გზის უპირატესობა ისაა, რომ ინოვაციური სურსათის შექმნის შემთხვევაში, კომპანიის კონკურენტუნარიანობა არსებითად იზრდება. თუმცა, გვაქვს უარყოფითი მხარეებიც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ახალი იდეის შემუშავება-განხორციელება საკმოდ რთული და შრომატევადი პროცესია. არსებითად დიდია შექმნისა და სარეკლამო ხარჯებიც. მწარმოებელს შესაძლოა დასჭირდეს სრულიად ახალი დანადგარები, პერსონალის ტრენინგი და ახალი ინგრედიენტის რესურსებს მოძიება. 
◾️ გააფართოვოს ასორტიმენტი-შექმნას პროდუქტი, რომელიც გარკვეულწილად შეიცვალა. ამ გზის უპირატესობა ისაა, რომ ეხმარება კომპანიას თანხვედრაში მოვიდეს მომხმარებლის საჭიროებებთან და აქედან, გამომდინარე, გაზარდოს საბაზრო წილი. შედარებით მარტივია და დაკავშირებულია ნაკლებ დანახარჯებთან. ასევე, ბიზნეოპრატორი უკვე ფლობს საჭირო დანადგარებს და პერსონალიც კომპეტენტურია მსგავსი პროდუქტის წარმოებაში.
◾️ აწარმოოს ე.წ „მიმბაძველი“ პროდუქტი („კოკა-კოლა“ და პეპსი, ნუტელა და სხვა შოკოლადის სპრედები). მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ  მსგავსი პროდუქტის წარმოება მარტივია და არ არის ძვირადღირებული, რადგან წარმოების მეთოდი ცნობილია, ინგრედიენტების ჩამონათვალიც მარტივად ხელმისაწვდომია. მოიძებნება დანადგარებიც და კომპეტენტური პერსონალიც. მწარმოებელმა შესაძლოა დაზოგოს რესურსები ნაკლებად ძვირადღირებული ნედლეულის, იაფფასიანი შესაფუთი მასალისა და რეკლამის გამოყენებით. ნაკლი იმაში მდგომარეობას, რომ ბაზარზე უკვე არსებობს მსაგვსი ტიპის პროდუქი და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია. 
ახალი სასურსათო პროდუქტის შექმნა