ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ISO 9001:2015-ის მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა და განუვითაროს შიდა აუდიტის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების პრაქტიკული უნარები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს, რათა:
კურსის განმავლობაში შენ შეიძენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ISO 9001:2015-ის შიდა აუდიტის ეფექტურად ჩასატარებლად.
✔️ ISO 9001:2015 სტანდარტის სწორად გააზრებას
– სტანდარტის სტრუქტურის, მუხლებისა და ლოგიკის გაგებას
– პროცესული მიდგომისა და PDCA ციკლის გამოყენებას პრაქტიკაში
✔️ ხარისხის მართვის სისტემის (QMS) შეფასებას
– ორგანიზაციის კონტექსტისა და დაინტერესებული მხარეების ანალიზს
– რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიკაციას
✔️ შიდა აუდიტის დაგეგმვას პროფესიონალურად
– შიდა აუდიტის პროგრამისა და აუდიტის გეგმის შემუშავებას
– ISO 9001-ზე დაფუძნებული აუდიტის ჩეკლისტების მომზადებას
✔️ აუდიტის ჩატარებას პრაქტიკაში
– აუდიტის გახსნისა და დახურვის შეხვედრების წარმართვას
– ინტერვიუს ტექნიკების გამოყენებას
– დოკუმენტების, ჩანაწერებისა და პროცესების შეფასებას
✔️ შესაბამისობებისა და შეუსაბამობების იდენტიფიკაციას
– Major და Minor შეუსაბამობების გარჩევას
– შეუსაბამობების სწორად ფორმულირებას ISO 9001 მუხლებთან მიბმით
✔️ აუდიტის ანგარიშის მომზადებას
– პროფესიონალური აუდიტის ანგარიშის სტრუქტურირებას
– დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას
✔️ კორექტიული ქმედებების შეფასებას და გაუმჯობესების მხარდაჭერას
– ძირეული მიზეზების ანალიზს (Root Cause Analysis)
– მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტიანობის შეფასებას
მოდული 1. შესავალი და ISO 9001:2015 სტანდარტის მიმოხილვა
ხარისხის მართვის სისტემის დანიშნულება;
ISO 9001:2015 სტანდარტის სტრუქტურა ;
პროცესზე დაფუძნებული მიდგომა და PDCA ციკლი;
რისკზე დაფუძნებული აზროვნება;
მოდული 2. QMS-ის ძირითადი პრინციპები
მომხმარებელზე ორიენტაცია;
ლიდერობა;
თანამშრომელთა ჩართულობა;
პროცესების მართვა;
უწყვეტი გაუმჯობესება;
მოდული 3. შიდა აუდიტის როლი და მნიშვნელობა
შიდა აუდიტის მიზნები;
შიდა და გარე აუდიტის განსხვავებები;
შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა, ეთიკა და ობიექტურობა;
მოდული 4. აუდიტის დაგეგმვა
შიდა აუდიტის პროგრამა;
აუდიტის გეგმის შემუშავება;
აუდიტის ჩეკლისტების მომზადება ISO 9001 მუხლების მიხედვით;
პრაქტიკული დავალება.
მოდული 5. აუდიტის ჩატარების ტექნიკა
აუდიტის გახსნა და კომუნიკაცია მენეჯმენტთან;
ინტერვიუს ჩატარების მეთოდები;
დოკუმენტების და ჩანაწერების შეფასება;
დაკვირვება და მტკიცებულებების შეგროვება;
მოდული 6. შეუსაბამობების იდენტიფიკაცია
შესაბამისობა, შეუსაბამობა და დაკვირვება;
Major / Minor შეუსაბამობები;
შეუსაბამობების სწორად ფორმულირება ISO 9001 მოთხოვნებთან მიბმით;
ქეისებზე მუშაობა;
მოდული 7. აუდიტის ანგარიში
აუდიტის ანგარიშის სტრუქტურა;
დასკვნები და რეკომენდაციები;
აუდიტის შედეგების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
მოდული 8. კორექტიული ქმედებები და გაუმჯობესება
შეუსაბამობის მიზეზების ანალიზი;
მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვა;
ეფექტიანობის შეფასება;
ტრენინგის შეჯამება და ცოდნის შეფასება.