დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

წინასწარი აუცილებელი პროგრამები (PRPs)

წინასწარი პროგრამები უნდა ქონდეს სურსათის ყველა ბიზნესს. ეს არის კარგი ჰიგიენური პრაქტიკა, რომლის ძირითადი პირობა, ჰიგიენური გარემოს შესანარჩუნებაა. წინასწარი პროგრამების მაგალითები ქვემოთ არის ჩამოთვლილი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ცივი ჯაჭვის შენარჩუნება და ალერგენის კონტროლი. თქვენი კვების ბიზნესის სირთულიდან გამომდინარე, PRP შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც გჭირდებათ HACCP-ის მოთხოვნების შესასრულებლად ,მაგალითად, თუ თქვენი კვების ბიზნესი ახორციელებს დაბალი რისკის აქტივობებს, ყველა საფრთხე კონტროლდება PRP-ების მიერ, HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სრული მართვის სისტემის გამოყენების საჭიროების გარეშე.
კვების უფრო კომპლექსური ბიზნესისთვის, რომელიც მოიცავს სურსათის მომზადებას, წარმოებას ან გადამუშავებას, თქვენ დაგჭირდებათ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის, შვიდ პრინციპზე დაფუძნებული,HACCP-ის დანერგვა. ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგი გზით:
  • თქვენი კვების ბიზნესისთვის შესაბამის, აღიარებული კარგი პრაქტიკის გზამკვლევის საშუალებით ან
  • საჭიროების შემთხვევაში, HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შემუშავებით.
საფრთხეების უმეტესი ნაწილი შეიძლება კონტროლდებოდეს წინასწარი პროგრამებით, რომლებიც HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურების საფუძველია. მას შემდეგ რაც დანერგავთ თქვენს წინასწარ პროგრამებს, თქვენ HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურები ფოკუსირებული იქნება თქვენი ბიზნესის ნაბიჯების კონტროლზე, რომლებსაც უსაფრთხო სურსათის მომზადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წინაპირობები მოიცავს:
  • შენობას და სტრუქტურას ,მაგალითად, სამუშაო სივრცის დიზაინსა და განლაგებას, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოებას ერთი მიმართულებით; საკმარის განათებას, განსაკუთრებით სურსათის მომზადებისა და შემოწმების ადგილებში. შესაფერის თანამშრომლებს, ხელსაბანების საშუალებას, კედლების, იატაკის, კარების გარე და შიდა კონსტრუქციას.
  • PP&E-ს ,მაგალითად, სამაცივრო მომსახურება/სისტემებს,შესაფერის აღჭურვილობას, რომელიც მუშაობს ინსტრუქციის შესაბამისად და შესაბამისია დასუფთავებისთვის.
  • ტექნიკური მომსახურეობასა და კალიბრაციას.
  • დასუფთავებასა და სანიტარიას.
  • ზონირებას ,მაგალითად, მოქმედებების ფიზიკური გამიჯვნას, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯვარედინი დაბინძურება, ალერგენებით ან ბიოლოგიური საფრთხეებით, როგორიცაა მავნე მიკროორგანიზმების მოხვედრა ნედლიდან სურსათიდან მზა საკვებზე.
  • კონტროლისა და პრევენციის პროცედურებს, გარემოდან ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ,მაგალითად, რა უნდა გააკეთოთ მინის, მყარი პლასტმასის და ა.შ. გატეხვის შემთხვევაში.
  • მომწოდებლის კონტროლს ,მაგალითად,მომწოდებლის შერჩევასა და შეთანხმებას ნედლეულის, დანამატების, გადამუშავების დამხმარე საშუალებების, შესაფუთი მასალის და სურსათთან კონტაქტში მყოფი მასალის სპეციფიკაციების შესახებ.
  • მომსახურეობებს,მაგალითად, წყალი, ვენტილაცია, დენი, გაზი და ა.შ.
  • შენახვას, დისტრიბუციას და ტრანსპორტირებას (ტემპერატურული კონტროლის ჩათვლით).
  • ნარჩენების მართვას.
  • მავნებლების კონტროლს (მავნებლების შეღწევის თავიდან აცილება და მავნებლების კონტროლის შესაბამისი პროგრამის განხორციელება).
  • პერსონალის ჰიგიენასა და სამედინო შეფასებას ,მაგალითად,პროცედურები პერსონალისთვის, რომელსაც აწუხებს კუჭ-ნაწლავის ინფექციები, ჰეპატიტი, ჭრილობები ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.
  • ტრენინგსა და ზედამხედველობას.
  • სამუშაო ინსტრუქციებს (მკაფიო და მარტივი სამუშაო ინსტრუქციების მიწოდება, რომელიც იქნება ხილული ან ადვილად ხელმისაწვდომი).
ცივი ჯაჭვის შენარჩუნება
ცივი ჯაჭვის შენარჩუნება ნიშნავს დარწმუნდეთ, რომ სურსათი, რომელიც საჭიროებს მაცივარს ან საყინულეს, ინახება შესაბამის ტემპერატურაზე. ეს არის სამართლებრივი მოთხოვნა და მნიშვნელოვანია მისი გათვალისწინება წინასწარი პროგრამების განხორციელებისას, მაგალითად:
  • სამაცივრო სისტემების ფუნქციონირება და მოვლა.
  • ნედლეულის ტემპერატურის კონტროლი.
  • პროდუქტის შენახვა, დისტრიბუცია და ტრანსპორტირება.
ალერგენები
ევროკავშირის მიერ აღიარებულია 14 ალერგენი, რომლებიც უნდა გაკონტროლდეს რათა თავიდან ავირიდოთ მათი უნებლიე მოხევდრა საკვებში, ჯვარედინი დაბინძურების გზით. წინასწარი პროგრამები,შეიძლება გამოყენებულ იქნას ალერგენების გასაკონტროლებლად ორი მიდგომის საფუძველზე:
  • კარგი მომწოდებლის კონტროლის საფუძველზე.
  • მკაცრი ზომების გატარებით,ჯვარედინი დაბინძურების ალბათობის შესამცირებლად.
შეიძლება დაგჭირდეთ, რომ ალერგენები ჩაითვალოს თქვენი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის ნაწილად, რაც დამოკიდებულია თქვენი კვების ბიზნესის ხასიათზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ უნდა ჩართოთ კარგი პრაქტიკა და პერსონალის ტრენინგი, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ან აღმოფხვრათ ჯვარედინი დაბინძურების რისკი.




#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი #ISO22000 #სტანდარტი #ISO9001
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი