აეროგრილი (Air Fryer) თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა. მისი გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს ნაკლები ზეთით მოამზადოს საკვები, დაზოგოს დრო და მიიღოს ხრაშუნა, გემრიელი კერძი. ქათმის ფრთები, თევზი, ხორცი, კარტოფილი და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატი სულ უფრო ხშირად მზადდება სწორედ ამ მოწყობილობით. თუმცა, მის ფართო გამოყენებასთან ერთად, ყურადღებას იმსახურებს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: გარედან კარგად დაბრაწული პროდუქტი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის შიგნითაც სათანადოდ არის თერმულად დამუშავებული. სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება ე.წ. Air Fryer Undercooking Trap -აეროგრილში სურსათის არასაკმარისი თერმული დამუშავების რისკი.
აეროგრილი საკვებს ცხელი ჰაერის ინტენსიური ცირკულაციის საშუალებით ამზადებს. მაღალი ტემპერატურის პირობებში პროდუქტის ზედაპირი შეიძლება სწრაფად დაიბრაწოს და ხრაშუნა ტექსტურა მიიღოს, მაშინ როდესაც მის შიდა ნაწილში ტემპერატურა ჯერ კიდევ არ იყოს საკმარისი მიკრობიოლოგიური საფრთხეების შესამცირებლად. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი რისკის სურსათია მომზადების დროს მაგალიტად: ქათმის ხორცის, სქელი ხორცის ნაჭრების, თევზისა და გაყინული ნახევარფაბრიკატების მომზადებისას.
პროდუქტის არასაკმარის თერმულ დამუშავებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მნიშვნელოვანია პროდუქტის სისქე და ზომა, რადგან სქელი ნაჭრების ცენტრამდე სითბო უფრო ნელა აღწევს. ასევე, როდესაც აეროგრილში კალათა გადატვირთულია და პროდუქტები ერთმანეთზეა მოთავსებული, ცხელი ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია იზღუდება, რის გამოც საკვები შესაძლოა არათანაბრად მომზადდეს. დამატებით რისკს ქმნის არასწორად შერჩეული ტემპერატურა და მომზადების დრო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელი გაყინულ პროდუქტს ამზადებს და არ ითვალისწინებს მწარმოებლის ინსტრუქციას.
უმი ან არასაკმარისად თერმულად დამუშავებული სურსათი შესაძლოა პათოგენური მიკროორგანიზმების წყარო გახდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Salmonella და Campylobacter, რომლებიც ხშირად უკავშირდება უმი ფრინველის ხორცს. თუ ქათმის ხორცი შიგნით სათანადოდ არ გაცხელდა, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები შესაძლოა გადარჩნენ და გამოიწვიონ საკვებისმიერი დაავადებები. შედეგად შესაძლებელია განვითარდეს საკვებით გამოწვეული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ცხელება.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სურსათის უვნებლობის შეფასება მხოლოდ ფერით, სუნით ან ტექსტურით შეუძლებელია. ხორცი შეიძლება გარედან სრულად მომზადებულს ჰგავდეს, თუმცა მისი შიდა ტემპერატურა მიკრობიოლოგიური უვნებლობისთვის აუცილებელ მაჩვენებელს ვერ აღწევდეს. შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური შეფასება უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეკომენდაციებით, სურსათის უსაფრთხო მომზადების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდი სპეციალური საკვები თერმომეტრის გამოყენებაა. ტემპერატურა უნდა გაიზომოს პროდუქტის ცენტრში. USDA-ის მიხედვით, ფრინველის ხორცის უსაფრთხო შიდა ტემპერატურა 74°C-ია, ფარშის - 71°C, თევზის - 63°C, ხოლო საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცის მთლიანი ნაჭრებისთვის - 63°C, დამატებით სამწუთიანი დასვენების პერიოდით.
მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ ეს მაჩვენებლები პროდუქტის შიდა ტემპერატურას გულისხმობს და არა აეროგრილში ტემპერატურას. ასევე, აუცილებელია კალათის გადატვირთვის თავიდან აცილება, პროდუქტებს შორის სივრცის დატოვება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადაბრუნება. გაყინული ნახევარფაბრიკატების მომზადებისას კი რეკომენდებულია შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის დაცვა.
სურსათის უვნებლობა მხოლოდ საწარმოებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების პასუხისმგებლობა არ არის. ის მომხმარებლის ყოველდღიური ქცევითაც განისაზღვრება. HACCP-ის (ჰასპის) სისტემის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრა. თერმული დამუშავება სწორედ ის პროცესია, რომლის დროსაც დროისა და ტემპერატურის სათანადო კონტროლი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რათა მიკრობიოლოგიური საფრთხეები მისაღებ დონემდე შემცირდეს. საწარმოო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული პროცედურებით, მონიტორინგითა და შესაბამისი ჩანაწერებით უნდა კონტროლდებოდეს. მსგავსი მიდგომა მნიშვნელოვანია სახლის პირობებშიც. მომხმარებელმა არ უნდა ენდოს მხოლოდ მოწყობილობის ტაიმერს, მითითებულ პროგრამას ან პროდუქტის გარეგნულ იერს.
აეროგრილში მომზადებული საკვების პოპულარობა არ უნდა გახდეს სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფის მიზეზი. ხრაშუნა და ოქროსფერი ზედაპირი ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა მოხმარებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის შიდა ტემპერატურას, მომზადების პირობებსა და პროცესის სწორ კონტროლს.
გამოყენებული მასალები:
1. FMI-The Food Industry Association (FMI). August 2025: U.S. Shopper Trends. Accessed: https://www.fmi.org/our-research/research-reports/u-s-grocery-shopper-trends
2. FoodDive.May 2024. Surging air fryer popularity leads Nestlé, other CPG giants to rethink food. Accessed: https://www.fooddive.com/news/air-fryer-nestle-conagra-perdue-Gen-z-kitchen/708934/
3. National Association of Counties. July 2025. The Big Shift: An Analysis of the Local Cost of Federal Cuts. Accessed: https://www.naco.org/resource/big-shift-analysis-local-cost-federal-cuts
4. PEW Research Center. August 2025. Google users are less likely to click on links when an AI summary appears in the results. Accessed: https://www.pewresearch.org/short-reads/2025/07/22/google-users-are-less-likely-to-click-on-links-when-an-ai-summary-appears-in-the-results/
დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების მეთოდების, მიღებ...
გაიგე მეტითუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ ჩვენი მომსახურება "HACCP სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...
გაიგე მეტიისო 9001 - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...
გაიგე მეტიISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...
გაიგე მეტიISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...
გაიგე მეტიISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...
გაიგე მეტიISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...
გაიგე მეტიისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით ისო 5000...
გაიგე მეტიხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...
გაიგე მეტი