დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

მინერალები

მინერალები მოიპოვება მთის ქანებში, მეტალებში, ნიადაგში წყალში. მინერალები ადამიანის ორგანიზმში ასრულებენ უნიკალურ როლს, ერთობლივად ისინი ხელს უწყობენ ენზიმატური სისტემების მუშაობას, არეგულირებენ სისხლის წნევას, გულის კუნთის შეკუმშვას, ჭრილობების მოშუშებას და ნერვული იმპულსების გადაცემას. მინიმუმ 60 მინერალი არის ცნობილი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მაკრომინერალები, რომლებიც შედარებით დიდი რაოდენობით არის საჭირო არის: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი და გოგირდი. ხოლო მცირე რაოდენობით საჭირო მინერალები არის: რკინა, თუთია, სელენი, ქრომი, სპილენძი, ფტორი, იოდი, მოლიბდენი და მანგანუმი. ადამიანის ორგანიზმი ვერ ასინთეზირებს ყველა მინერალს, რომლებიც ბუნებრივად დიდი რაოდენობით არსებობენ ხილში, ბოსტნეულში, ლობიოში, მარცვლეულში, ხორცში და რძის პროდუქტებში. 

კალციუმი პირველად გამოყოფილ იქნა 1808 წელს კალციუმის ოქსიდის და ვერცხლისწყლის ოქსიდის ნარევის ელექტროლიზით. კალციუმის ორვალენტიანი კათიონი არის ძვლებში, კბილებსა და სხვადახვა ქსოვილში. 99%-ზე მეტი კალციუმი აღმოჩენილია ძლოვან ქსოვილში. სხეულში კალციუმის ტოტალური (ჯამური) რაოდენობა უდრის 1,500 გ. კალციუმი ასევე აღმოჩენილია პლაზმაში და მნიშვნელოვანია მისი არსებობა რეგულატორულ მექანიზმებში, მაგ. როგორიც არის ნეიროკუნთოვან ქსოვილში ქიმიური და ელექტრული სიგნალის ტრანსმისიაში (გადაცემა), უჯრედულ სეკრეციაში და სისხლის კოაგულაციაში. ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა რეგულირდება პარათიროიდული ჰორმონით. კალციუმის მცირე რაოდენობით მიღება ნიშანს აძლევს პარათიროიდულ ჰორმონებს გადასცეს სიგნალი ძლოვან სისტემას, საიდანაც ხდება კალციუმის გამოყოფა სისხლის მიმოქცევაში. სურსათში კალციუმის ადეკვატური დოზა განაპირობებს პარათიროიდული ჰორმონების ნაკლები რაოდენობით წარმოქმნას, რაც ამრიგად ხელს უწყობს ძლოვან ქსოვილში კალციუმის აღდგენას. კალციუმი ორგანიზმში კარგად შეიწოვება როდესაც ადამიანი მას იღებს არაუმეტეს 500 მილიგრამისა. კალციუმის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ყაბზობას, თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, თუთიისა და რკინის აბსორბციის ინჰიბირებას (შეჩერებას). 
კალციუმის ფუნქცია და დეფიციტი: როგორც აღინიშნა კალციუმი მნიშვნელოვანია ძლოვანი სისტემის და კბილების ფორმირებისათვის. მისი დეფიციტი იწვევს ჩონჩხის პათოლოგიებს: ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, რაქიტი.
საკვები წყარო: რძე და რძის პროდუქტები (უცხიმო იოგურტი, ყველი). ასევე მცენარეული სურსათი (ისპანახი, ბროკოლი, თალგამი). აგრეთვე კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენები, მექსიკური პური ძალიან სასარგებლო წყაროა კალციუმის. ორაგული და სარდინი აგრეთვე მდიდარია კალციუმით.
კალციუმის ლაქტატი, კალციუმის გლუკონატი, კალციუმის კარბონატი, კალციუმის ფოსფატი, კალციუმის ქლორიდი, კალციუმის ციტრატი, კალციუმის გლიცეროფოსფატი, კალციუმის ჰიდროქსიდი, კალციუმის ოქსიდი გამოიყენება როგორც საკვები დანამატები.

ფოსფორი არის მრავალვალენტიანი არამეტალური მინერალი, რომელიც ერთერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია ბუნებაში. იგი მაღალრეაქტიული ელემენტია და ამიტომ ტავისუფალი სახით არ მოიპოვება ბუნებაში. მისი ყველაზე მნიშვნელობანი გამოყენება ხდება სასუქების სახით. ასევე გამოიყენება ასაფეთქებელი ნივტიერებების, ასანთის, პესტიციდების, კბილის სახეხი საშუალებების და დეტერგენტების წარმოებაში. 
ფოსფორის ფუნქცია და მნიშვნელობა: მას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ცხოველებისა და მცენარეების ზრდასა სა ჯანმრთელობაში. ძვლებისა და კბილების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ადენოზიტრიფოსფორმჟავა (AP) ასევე სხვა ფოსფატური ორგანული ნაერთები ასრულებენ უდიდეს როლს ბიოლოგიურ რეაქციებში. მაგ. ფოტოსინთეზის პროცესში, ფერმენტაციაში და მეტაბოლიზმში. ცხოველებში იგი ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ნერვული ქსოვილის როგორც უჯრედული პლაზმის. ფოსფორის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ანორექსია, ზრდის შენელება, ოსტეომალაცია, ძლოვანი ქსოვილის დემინერალიზაცია, სიგამხდრე, კარდიალური არითმია, სუნთქვის უკმარისობა, ერითროციტების მომატება, ლიმფოციტების დისფუნქცია, ნერვული სისტემის დარღვევები. ფოსფატის მარილები გამოიყენება ფოსფორის უკმარისობის სამკურნალოდ. 
საკვები წყარო: სატაცური, ქატო, ხორბალი, რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ჩირი, ნიორი, მზესუმზირა, ხორცი, ორაგული, შინაური ფრინველის ხორცი. 
ნატრიუმის ფოსფატი გამოიყენება საკვებ დანამატად, ფოსფორის მჟავა გამოიყენება არაალკოჰოლურ სასამელებში, კალციუმის ფოსფატი გამოიყენება ხცობისთვის ფხვნილის სახით.
 
მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ადამინის კვებისთვის. ორგანიზმში იგი ასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან მეტაბოლურ ფუნქციას, მაგ. ჩართულია ენზიმატურ-კატალიზურ რეაქციებში, როგორიც არის კუნთოვან დონეზე ენერგიისა და სტიმულის გადაცემა. ასევე ასრულებს დიდ როლს ენერგიის წარმოქმნისა და ტრანსპორტირების პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია კუნტების შუკუმშვისა და რელაქსაციისათვის. მცენარეებში ქლოროფილი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს. 


 
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი