დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ბურღული

ხორბლის ბურღული – ხორბალი წარმოადგენს ძირითად მარცვლოვან კულტურას. ხორბლისგან ამზადებენ რამოდენიმე სახის ბურღულს: მანანის, არტეკის, პოლტავის, ხორბლის ფირფიტები. მანანის ბურღულს საკამოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება გააჩნია, სწრაფად იხარშება, თუმცა ღარიბია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. 
ბურღულს, სახეზე დამოკიდებულებით ყოფენ მარკებად: “T”, “ M”,  “MT”. 
“T” მარკის ბურღული დამზადებულია მაგარი ჯიშის ხორბლისგან და შიეცავს ყვითელ ნაწილაკებს, არის ნახევრადგამჭვირვალე;  
“M” მარკის ბურღული იწარმოება რბილი, მინისებური ხორბლისგან, არის ფქვილოვანი, არაგამჭვირვალე, თეთრი ფერის, სწრაფად იხარშება.
“MT” მარკის ბურღულს იღებენ რბილი ხორბლის მაგართან შერევით (20%), ისიც არაგამჭვირვალეა, ფქვილოვანი, კრემისფერ-მოყვითალო ფერით. ხორბლის გაპრიალებული ბურღული მაგარი მინისებური ხორბლისგან მიიღება, იშვიათად რბილი ხორბლისგან.
ხორბლის ფირფიტებს იღებენ ხორბლის მარცვლების გაპრიალებით, შემდეგ მათ ხარშავენ შაქრიან სიროფში მარილთან ერთად, აშრობენ, ჭყლეტენ ვალცებიან დანადგარზე და ხალავენ. ფირფიტები წარმოადგენს ხრაშუნა, სასიამოვნო გემოს მქონე, მოყავისფრო შეფერილობის თხელ ფურცლებს, მას მიირთმევენ ჩაისთან, ყავასთან, რძესთან და ბულიონთან ერთად, აგრეთვე ცალკე მშრალი სახით (იგი მზა პროდუქტია).

ქერის ბურღული – იღებენ დაღერღილი, მაგრამ არა გაპრიალებული ქერის მარცვლებისგან.ღერღილი ბურღულისგან განსხვავებით არ არის გაპრიალებული მარცვლებისგან დამზადებული, თუმცა იგი შეიცავს ბევრად მეტი რაოდენობით უჯრედისს და მინერალურ ნივთიერებებს, ძნელად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ქერის ღერღილი იხარშება 40-50 წუთის განმავლობაში და მოცულობაში იზრდება 5-6-ჯერ.   

წიწიბურას ბურღული – იწარმოება წიწიბურას მარცვლისაგან. ბურღულის ეს სახეობა დანარჩენებისგან მნიშვნელოვნად განსხვადება ქიმიური შემადგენლობით, მაღალი კვებითი ღირებულებით, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობით. წიწიბურას ცილები ყველა შეუცვლელ ამინომჟავას შეიცავენ. მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, წიწიბურა დიეტურ და სამკურნალო სურსათადაა მიჩნეული. 

ბრინჯის ბურღული - იწარმოება სამი სახის, გაპრიალებული, პოლირებული და დაღერღილი. 
გაპრიალებული ბრინჯი – წარმოადგენს ბრინჯის მარცვლებს, რომელთაც მოცილებული აქვთ გარსის ნაწილაკები და ალეირონის ფენის ნაწილი. აღნიშნული სახის ბრინჯის ბურღული იწარმოება ექსტრა, უმაღლესი, 1, 2, და 3 ხარისხის. 
დაღერღილი ბრინჯი – წარმოადგენს გაპრიალებული ბრინჯის წარმოების ნარჩენს, მას ხარისხებად არ ყოფენ. მარცვლები 1,5 მმ ზომისაა.
ბრინჯის ბურღული გამოირჩევა სახამებლის და სხვა, ადამიანის ორგანიზმისათვის ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლების მაღალი შემცველობით (86-89%). იგი მცირე რაოდენობით შეიცავს ცილებს, შაქარს და უჯრედისს. ხასიათდება კარგი სამომხმარებლო და კულინარული თვისებებით, მაღალკალორიულობით და შეთვისების მაღალი ხარისხით.

სორგოს ბურღული -სორგოსგან აწარმოებენ გაპრიალებულ ბურღულს, რომელსაც მოცილებული აქვს ნაყოფის და მარცვლის გარსი და ჩანასახი, ნაწილობრივ ალეირონის ფენაც. სორგოს მარცვლები დაფარულია სქელი ფენით, რომელიც შეიცავს ცხიმს. შენახვის დროს სორგოს ბურღული სწრაფად მწარდება და არასასიამოვნო გემოს იღებს. ამიტომ მოხარშვამდე აუცილებელია მისი თბილ წყალში გარეცხვა. მარცვლის ფერი ღია ყვითლიდან მოწითალომდე იცვლება. ყვითელი ფერის მარცვლი მინისებურია და ხასიათდება კარგი სამომხმარებლო და კულინარული თვისებებით.  სორგოს ბურღული ღარიბია შეუცვლელი ამინომჟავებით ამიტომ რეკომენდირებულია მისი მიღება კვერცხთან, ხაჭოსთან, რძესთან და ხორცთან ერთად. ხარშვის ხანგრძლივობა 25-30 წუთია და ნაწარმი მოცულობაში 4-7 – ჯერ იზრდება. სორგოს ბურღულს ამზადებენ უმაღლესი, 1 და 2 ხარისხისას.  

შვრიის ბურღული -შვრიისგან აწარმოებენ შემდეგი სახის ბურღულს: შვრიის დაუღერღავი ორთქლში დამუშავებული, შვრიის გაპრიალებული, ჰერკულესის ფირფიტები, ექსტრა ბურღული და ტოლოკნოს ბურღული. შვრიის ბურღულეული გამოირჩევა სახამებლის დაბალი შემცველობით, ცილების, ცხიმების მაღალი შემცველობით, რის გამოც იგი სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება. ხარშვის დროს, ბურღული მოცულობაში იმატებს 4-5 – ჯერ, იხარშება 60-80 წუთის განმავლობაში (ჰერკულესის გარდა). 

სიმინდის ბურღული -სავაჭრო ქსელში გადის შემდეგი სახით: სიმინდის ბურღული გაპრიალებული, ჰაეროვანი სიმინდის ბურღული, სიმინდის ფირფიტები და ხრაშუნა სიმინდის ჩხირები. მარცვლებს აქვთ ოვალური ან მრგვალი ფორმა, თეთრი ოდნავ ქარვისფერი ფერი. ფაფის კონსისტენცია მაგარია, იხარშება დაალოებით 1 საათის განმავლობაში, მოცულობაში იმატებს 3-4 – ჯერ. სიმინდის ბურღულის მოხმარება ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, არ იწვევს ალერგიულ რაქციას. გამოიყენება ბავშვთა კვებაში. სიმინდის ბურღულის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს არასრულფასოვანი  ცილების შემცველობა და ხარშვის დიდი დრო.
არსებობს ახალი ტიპის ბურღულეული, რომელსაც ამზადებენ სხვადასხვა ნედლეულისაგან: ხორბალი, ბრინჯი, შვრია, წიწიბურა. მარცვლეულს აქუცმაცებენ, ამდიდრებენ ვიტამინებით, მშრალი ცხიმგაცლილი რძით, შაქრით, სოიოს ფქვილით, ამუშავებენ თერმული წესით, შემდეგ პრესავენ და ცრიან, აშრობენ და აფასოებენ მუყაოს ყუთებში. ასეთი ბურღული ადვილი მოსამზადებელია, თითქმის სრულყოფილად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ. გამოიყენება დიეტურ და ბავშვთა კვებაში.
ბურღული