დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

თევზი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი

თევზის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
  • თევზი დალაგებული უნდა იყოს მუცლით დაბლა,ისე რომ დნობის ყინული თევზიდან ჩამოიწუროს და ამით შეამციროს გაფუჭების შანსები.
  • თევზი უნდა იყოს კაშკაშა და ბზინვარე,ხოლო ქერცლების უმეტესი ნაწილი ხელუხლებელი და მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კანს.
  • თვალები უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე, სავსე და ამობურცული. ხარისხის კლებასთან ერთად, თვალები ხშირად ვარდისფერდება და ხდება ჩაძირული (ეს ყოველთვის არ ეხება წვრილთვალა თევზებს, მაგ.ორაგული).
  • ლაყუჩები უნდა იყოს წითელი,ლორწოს გარეშე.
  • სუნი უნდა ქონდეს ბუნებრივი,რადგან წყლიდან გამოსულ თევზს პრაქტიკულად არ აქვს "თევზის" სუნი. თევზის სუნი დროთა განმავლობაში ყალიბდება, მაგრამ არ უნდა იყოს ძლიერი ან უსიამოვნო.
თევზის ფილე და სტეიკები: ხორცი უნდა იყოს ტენიანი, მკვრივი და ელასტიური.წინასწარ შეფუთული სტეიკები და ფილე მჭიდროდ უნდა იყოს  შეფუთული ჰერმეტულად სითხის და ჰაერის გარეშე,პაკეტებში.
შენახვა
მაცივარი: შეინახეთ ახალი თევზი თავდაპირველ შეფუთვით მაცივარში 0°C-4°C-ზე ან საყინულეში -18°C-ზე ან უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ თევზის ყიდვიდან ერთიდან ორ დღემდე ან გაყინეთ ისინი. არ გაყინოთ უკვე გაყინული პროდუქტები.
სახლში გაყინული თევზის უმეტესობა არ უნდა ინახებოდეს ექვსი თვის განმავლობაში, ორაგულისთვის არა უმეტეს სამი თვისა (იხ.ცხრილი). შეფუთვისას მონიშნეთ თევზის თარიღი, სახეობა და ვადა. არ გადატვირთოთ საყინულე და არ ჩაალაგოთ გაყინული თევზი ძალიან მჭიდროდ,რადგან შესაძლებელია გახანგრძლივდეს გაყინვის დრო და შემცირდეს ხარისხი.

დამუშავება
სისუფთავე: ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები ცხელი, საპნიანი წყლით საჭმლის მომზადებამდე და უმი თევზის დამუშავების შემდეგ. არ დაუშვათ,რომ უმი თევზი ან თევზის წვენი შეეხოს სხვა სურსათს როგორც მაცივარში,ისე მომზადების დროს.არ დადოთ მოხარშული სურსათი იმავე თეფშზე, სადაც უმი თევზი იყო, ყოველთვის გარეცხეთ ჭურჭელი, საჭრელი დაფები და სამუშაო ზედაპირები, რომლებზეც  უმ თევზს ქონდა შეხება.
გალღობა:
მიუხედავად იმისა, რომ თევზის გაყინვა სწრაფად ინარჩუნებს უჯრედულ კედელს ხელუხლებლად, გალღობის შემთხვევაში პირიქითაა. გაალღვეთ თანდათან, რათა უჯრედები ნაკლებად დაზიანდეს და ნაკლები წვენი გამოვიდეს. გალღობის საუკეთესო საშუალებაა დატოვოთ თევზი მთელი ღამით მაცივარში. მოერიდეთ გალღობას ოთახის ტემპერატურაზე.
თუ თევზი სწრაფად უნდა გალღოთ: კარგად დალუქეთ თევზი ერთჯერად ცელოფნის პარკში და ჩადეთ ცივ წყალში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ან მიკროტალღურ ღუმელში „გალღობის“ რეჟიმზე.
მომზადება:
სრულყოფილად მომზადებულ თევზს აქვს საუკეთესო გემო,არის ტენიანი,ნაზი ხორცით და აქვს დელიკატური გემო. როგორც უმეტესი სურსათი, თევზიც კარგად უნდა იყოს თერმულად დამუშავებული.აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) გვთავაზობს თევზის მომზადებას მანამ, სანამ არ მიაღწევს შიდა ტემპერატურას 63°C-ს.




#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისხარისხი
logo
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

გჭირდებათ სისტემის დანერგვა ან სერტიფიცირება?

დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებ...

გაიგე მეტი

თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ  ჩვენი მომსახურება "HACCP  სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...

გაიგე მეტი

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...

გაიგე მეტი

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...

გაიგე მეტი

ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...

გაიგე მეტი

ISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...

გაიგე მეტი

ISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...

გაიგე მეტი

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 5000...

გაიგე მეტი

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...

გაიგე მეტი