ჰასპის სისტემის მიხედვით 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
ჰასპის სისტემა - პრინციპი 1-დაიცავით სისუფთავე.
1)დაიაბანეთ ხელები სასურსათო პროდუქტთან შეხებამდე და ხშირად კერძის მომზადების პროცესში.
2)დაიბანეთ ხელები ტუალეტით სარგებლობის შემდეგ
3)გარეცხეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველა სამუშაო ზედაპირს,ინვენტარსა და აღჭურვილობას,რომლებიც სურსათის მომზადებისას გამოიყენება
4)დაიცავით სამზარეულო და სასურსათო პროდუქტები მწერებისგან,მავნებლებისა და სხვა ცხოველებისგან.
რატომ?
მიუხედავად იმისა,რომ მიკროორგანიზმების უმეტესობა არ არის დაავადებების გამომწვევი,მრავალი მათგანი წარმაოდგენს საშიშ მიკროორგანიზმებს,რომელიც გვხვდება როგორც ნიადაგსა და წყალში,ისეცხოველებსა და ადამიანებში.
ჰასპის სისტემა - პრინციპი 2-განაცალკევეთ უმი პროდუქტები და საკვებად მზა კერძები
1)ყველა სხვა სურსათისგან განცალკევეთ უმი ხორცი,მათ შორის ფრინველის ხორცი და ზღვის პროდუქტები.
2)სასურსათო პროდუქტი შეინახეთ კონტენერებში,რათა თავიდან აიცილოთ კონტაქტი დაუმუშავებელ და უკვე მომზადებულ კერძებს შორის.
3)უმი სასურსათო ნედლეულის დასამუშავებლად გამოიყენეთ მხოლოდ ამ კატეგორიის პროდუქტებისთვის განკუთვნილი სამზარეულოს ინვენტარი,განსაკუთრებით დანები და საჭრელი დაფები
რატომ?
უმი სასურსათო ნედლეული,განსაკუთრებით ხორცი,ფრინველი და ზღვის პროდუქტები და მათი წვენი შესაძლოა შეიცავდეს საშიშ მიკროორგანიზმებს,რომლებმაც შესაძლოა დააბინძუროს სხვა სურსათი მათი მომზადების ან შენახვისას.
ჰასპის სისტემა - პრინციპი 3- კერძები სრულყოფილად მოამზადეთ და დაიცავით თერმული დამუშავების სათანადო რეჟიმები
1)კერძების მომზადებისას აუცილებელია პროდუქტების სწორი თერმული დამუშავება.განსაკუთრებით ეს ეხება ხორცს,მათ შორის: ფრიინველის ხორცს,კვერცხსა და ზღვის პროდუქტებს.
2)წვნიანი კერძების მომზადებისას აუცილებელია მათი მიყვანა ადუღებამდე,რათა უზრუნველყოფილ იქნეს კერძის შიგნით ტემპერატურის მიღწევა 70°С-მდე.ხორცის მათ შორის ფრინველის ხორცის მომზადებისას ყურადღება მიაქციეთ,რომ წვენი იყოს გამჭირვალე და არა ვარდისფერი.
3)საგულდაგულოდ გააცხელეთ უკვე მომზადებული კერძები.
რატომ?
სათანადო თერმული დამუშავება კლავს თითიქმის ყველა სახის საშიშ მიკროორგანიზმს.კვლევებმა აჩვენა,რომ სურსათის მომზადების დროს თუკი ტემპერატირა გულში აღწევს 70°С-ს ეს უკვე უზრუნველყოფს იმას,რომ სურსათი არის უვნებელი მოხმარებისთვის.
ჰასპის სისტემა - პრინციპი 4 - შეინახეთ სურსათი უვნებელი ტემპერატურის პირობებში
1)უკვე მომზადებული კერძები არ დატოვოთ 2 საათზე მეტ ხანს ოთახის ტემპერტურაზე
2)მომზადებული და მალფუჭებადი კერძები სწრაფადვე შეინახეთ მაცივარში (სასურველია 5 °С-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე)
3)სტუმრამდე მიტანამდე მომზადებული ცხელი კერძი შეინახეთ ცხელ მდგომარეობაში (60 °С-ზენ მაღალ ტემპერატურაზე).
4)გაყინული სურსათი გაალღეთ მაცივარში,არ გაალღოთ ოთახის ტემპერატურაზე.
5)მაცივარში არ შეინახოთ სურსათი/კერძები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში
რატომ?
მიკროორგანიზმები ძალიან სწრაფად მრავლდებიან,თუკი სურსათი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.თუ ტემპერატურას შევინარჩუნებთ 5 °С-ზე დაბლა ან 60°С-ზე მაღლა,მაშინ ზრდის პროცესი შენელდება ან შეჩერდება.
ჰასპის სისტემა - პრინციპი 5-გამოიყენეთ უვნებელი წყალი და ნედლეული
1)კერძების მომზადებისას გამოიყენეთ მხოლოდ სასმელი წყალი,სასმელი წყლის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია წყლის სათანადო დამუშავება,იმისათვის,რომ გამოყენებული წყალი აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის პარამეტრებს.
2)გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული,განსაკუთრებით უმი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტები
3)შეარჩიეთ ახალი და ჯანსაღი სურსათი
4)არ გამოიყენოთ სასურსათო პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
რატომ?
სასურსათო ნედლეული,მათ შორის წყალი და ყინული შესაძლოა დაბინძურდეს საშიში მიკროორგანიზმებითა და ქიმიკატებით. დაზიანებულ და დაობებულ საკვებში შესაძლოა წარმოიქმნას ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები.
#HACCP #ჰასპისსისტემა #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი
დაგეხმარებით, რომ თქვენი კომპანია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს — დანერგვიდან აუდიტამდე.
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას: HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების მეთოდების, მიღებ...
გაიგე მეტითუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ ჩვენი მომსახურება "HACCP სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვ...
გაიგე მეტიისო 9001 - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციი...
გაიგე მეტიISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი". ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის სა...
გაიგე მეტიISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბ...
გაიგე მეტიISO/IEC 27001:2022 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISMS) მოთხოვნებს. მისი მიზანია ორგანიზაციებს დაეხმაროს ინფორმაციული აქტივების დაცვაში, რისკების მართვაშ...
გაიგე მეტიISO 45001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს. მისი მიზანია სამუშაო ადგილზე ტრავმებისა და დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო და ჯანმ...
გაიგე მეტიისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით ისო 5000...
გაიგე მეტიხარისხის საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის AIHSE დანერგვას, საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებს, აუდიტს, გ...
გაიგე მეტი