საქართველოში HACCP სტანდარტების დანერგვის გარდამავალი პერიოდია. ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხის გასაცემად დაინტერესებულ პირებს ესაჭიროებათ ექსპერტ-კონსულტანტის დახმარება.
HACCP სტანდარტების დანერგვა ერთის მხრივ მოითხოვს საერთაშორისოდ აღიარებული გზამკვლევი (გაიდლაინებისა) და მსოფლიო ინდუსტრიული პრაქტიკის გათვითცნობიერებას და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ველის ფარგლებში ოპერირებისთვის იმპლემენტაციის პროცესისას გათვალისწინებული უნდა იქნას ადგილობრივი რეგულაციები.
ჩვენი გუნდი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება როგორც მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა, ასევე საქართველოს მიერ აღირებული HACCP სტანდარტების დანერგვის მიმართულებით გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ პირველი უფასო კონსულტაცია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ექსპერტების დახმარებით თქვენ შეძლებთ:
➤ შეაფასოთ GMP და GHP სტანდარტის დანერგვის შესაძლებლობები;
➤ გაეცნოთ GMP და GHP, HACCP სტანდარტის დანერგვის ეტაპებს;
➤ მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები;
➤ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პროდუქტის ლაბორატორიული კვლევების შესახებ;